ეგოიზმის ზეიმი "ბოსტონში"

AutoSharing Option
"მილუოკისთან" მარცხის შემდეგ, რომელშიც "ბოსტონი" 22 ქულით იყო დაწინაურებული, "სელტიქსის" ფორვარდი ჯერალდ უოლესი კრიტიკით გამოვიდა თავისი პარტნიორების წინააღმდეგ.

კალათბურთელმა, რომელიც ზაფხულში "კელტების" რიგებში "ბრუკლინიდან" გადავიდა, თავისი თანაგუნდელები ეგოიზმში დაადანაშაულა და მათ საკუთარ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაგეშილები უწოდა.

"ჩვენ ძალიან ეგოისტები გავხდით. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ მატჩში გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ბიჭები მხოლოდ საკუთარ სტატისტიკაზე ნერვიულობენ. ბუნებრივია, ამის გამო "ბოსტონს" არაერთხელ დასჯიან. "მილუოკისთან" მატჩის პირველ ტაიმში მოედანზე გუნდი იყო, დიდი შესვენების შემდეგ კი ვიხილეთ საკუთარ თავზე შეყვარებული ხუთი მოთამაშე. თითოეული საკუთარი თავისთვის თამაშობდა.

საქმისადმი
ასეთი მიდგომა მიუღებელი და გაუგებარია. ეს შეხვედრა ძალიან იოლად უნდა მოგვეგო, მწვრთნელს კი შეეძლო, მეოთხე მეოთხედისთვის შეენახა სასტარტო ხუთეულის კალათბურთელები. ამის ნაცვლად
, მივიღეთ ჩავარდნა: ჩვენ ერთმანეთს ბურთს არ ვუყოფდით და "ბაქსის" რეზერვისტები, რასაც სურდათ, იმას აკეთებდნენ მოედანზე", - განაცხადა უოლესმა.

დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა უოლესმა წინასასეზონო მზადების დროს. ამიტომაც მთავარ მწვრთნელს, ბრედ სტივენსსა და გენერალურ მენეჯერ დენი ეინჯს მოუწევთ ზრუნვა იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლქვეშ აიყვანოს.

"ვაშინგტონში" უკვე დაძაბულობაა
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, სეზონის სტარტზე ყველაზე მეტი ზეწოლა "ვაშინგტონ უიზარდსის" მთავარ მწვრთნელზე, რენდი უიტმანზეა მოსალოდნელი. გუნდის მენეჯმენტმა კარგად იმუშავა შემადგენლობის გაძლიერებისთვის და დედაქალაქელები ვალდებულნი არიან, პლეი ოფში მოხვდნენ. ამიტომაც მწვრთნელის მიმართ მოთხოვნები შესაბამისი იქნება.

"უიზარდსმა" რეგულარული ჩემპიონატი ორი წაგებით დაიწყო და "ფილადელფიასთან" მარცხის შემდეგ უიტმენმა ყველაფერი უთხრა ჟურნალისტებს, რასაც თავის შეგირდებზე ფიქრობდა.

"თქვენ ნახეთ თამაში და ალბათ, შეგიძლიათ მითხრათ, რატომ წააგო "ვაშინგტონმა". ამის მიზეზი ის იყო, რომ დაცვაში თამაში არავის უნდოდა. ეს არის და ეს. ჩვენი პრობლემები გასახდელში იწყება და მე ეს უნდა მოვაგვარო", - აღშფოთებას ვერ მალავდა უიტმენი.

კლუბის მფლობელი ტედ ლეონსისი და გენერალური მენეჯერი ერნი გრიუნელდი კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ მსგავსი დუმილი არ უნდა იყოს კარგის მანიშნებელი. ცნობისთვის, გასულ სეზონში მაიკ ბრაუნი "ლეიკერსიდან" რეგულარულის დაწყებიდან ხუთი მატჩის შემდეგ გააგდეს.

როუზი თავის თავს ლანძღავს
"ჩიკაგო ბულზის" გულშემატკივრებში გაიარა ეიფორიამ, რომელიც წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ დერიკ როუზის დაბრუნებამ გამოიწვია. ახლა ეს ეიფორია ნელ-ნელა ადგილს უთმობს 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის სათამაშო ფორმისა და თავად თამაშის გამო უკმაყოფილებას.

გამთამაშებელი არ დაელოდა კრიტიკას და "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ თავის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. იმ მატჩში დერიკმა 14-დან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში და რვა შეცდომა დაუშვა.

"ხალხს აქვს უფლება, ნებისმიერი სიტყვით მოიხსენიოს ის თამაში, რომელსაც ახლა მე ვაჩვენებ. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საშინელ კალათბურთს ვთამაშობ. შეცდომები, დაკარგვები, დაცვაში პარტნიორებთან შეუთამაშებლობა... მაგრამ ცხვირის ჩამოშვების უფლება არ მაქვს: ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და დარწმუნებული ვარ, პროგრესს მალე იხილავთ", - ამბობს დერიკი.

აღსანიშნავია "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელის, ტომ ტიბოდოს პოზიცია. სპეციალისტმა მაშინვე დაუჭირა მხარი გამთამაშებელს და განაცხადა, რომ გუნდის წაგებებში როუზის ბრალი არ არის, რადგან მთლიანად გუნდის თამაშია შორს იდეალურისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული