2010-11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ამჯერად მარჯვენა მუხლი დაიზიანა (მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო როუზმა მთელი შარშანდელი სეზონი გამოტოვა). თავისი ლიდერის არყოფნაში, "ჩიკაგომ", რომლის მაქსიმალური უპირატესობა 20 ქულას შეადგენდა, ხელიდან გაუშვა გამარჯვება - 95:98 (გადამწყვეტი სამქულიანი ბოლო წუთზე ნიკოლა ბატუმმა ჩააგდო).
ერთი დღის შემდეგ ექიმებმა გამოკვლევის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გამოაქვეყნეს: მენისკის გაწყვეტა და გადაუდებელი ოპერაცია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სეზონში როუზის მოედანზე დაბრუნების შანსი
"ლეიკერსმა" გაიღვიძა, "ბრუკლინს" სძინავს
"ბრუკლინის" დაცემა გრძელდება. ზედიზედ მეოთხე და ბოლო რვა მატჩში მეშვიდე მარცხი მინეაპოლისში შედგა, იმ ქალაქში, სადაც MVP-ის ტიტული მოიპოვა "ნეტსის" ვეტერანმა კევინ გარნეტმა. ახალგაზრდული "ვულვზის" წინააღმდეგ ჯეისონ კიდის ნელ და მოუქნელ გუნდს არაფერი გამოუვიდა. პირველ სამ მეოთხედში სტუმრები საშუალოდ 30 ქულას უშვებდნენ და უიმედოდ დამარცხდნენ 30 ქულის სხვაობით - 81:111.
გარნეტს (8 ქულა და 8 მოხსნა) ისღა დარჩენოდა, რომ მატჩის შემდეგ ნაღვლიანად ეთქვა: "ზაფხულში ჩვენ შევქმენით ეს მონსტრი და ახლა პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მენეჯმენტის მონდომებამ უკვალოდ არ ჩაიაროს. ეს ღირსების საკითხია".
სავარაუდოდ, "ბრუკლინი" ღირსებას მაშინ დაიბრუნებს, როცა მწყობრში ჩადგებიან ტრავმირებული კალათბურთელები: დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი, ჯეისონ ტერი და ანდრეი კირილენკო.
პარკერი: მეოთხე მეოთხედების მეფე
აგრძელებს მეოთხე მეოთხედებში სასწაულების მოხდენას "სან ანტონიოს" გამთამაშებელი ტონი პარკერი. ამჯერად ფრანგისგან დაზარალდა "მემფისი", რომელმაც სირენამდე 6.38 წუთით ადრე 14-ქულიანი ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მაინც წააგო. პარკერმა, რომელმაც მეორე და მესამე მეოთხედებში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, ბოლო 12-წუთეულში 11 ქულა ჩაიწერა აქტივში.
სწორედ ის იყო "სპურსის" გადამწყვეტი სპურტის (8:0) ორგანიზატორი, რომლის წყალობითაც, ტექსასელებმა "მემფისზე" ზედიზედ მეექვსე მოგება გაიფორმეს და გაიმეორეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი 12 მატჩის შემდეგ - 11 მოგება და ერთი მარცხი.
აღნიშნულ შეხვედრაში "მემფისი" ორმაგად დაზარალდა. წაგების გარდა, გუნდს გამოაკლდა ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი. 28 წლის კალათბურთელმა მუხლი დაიზიანა და მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც "მემფისის" პრესცენტრი იუწყება, გასოლი გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა რეგულარულ ჩემპიონატს. ამბობენ, რომ აღდგენითი პროცესი 6-10 კვირას დაიკავებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ მარკს ოპერაცია არ ესაჭიროება.
"ლეიკერსი": ზედიზედ ორი მოგება პირველად
ოთხდღიანი დასვენების შემდეგ "ლეიკერსმა" 102:95 დაამარცხა "გოლდენ სტეიტი", რომელიც სერიოზულ პრობლემებს განიცდის სტივენ კარის არყოფნაში. მაიკ დ'ენტონის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი. ტრადიციულად, ლოსანჯელესელთა რიგებში საუკეთესო იყო პაუ გასოლი, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა.
23 ნოემბერი
შარლოტი-ფინიქსი 91:98
24:27, 20:28, 19:19, 28:24
შ: ჰენდერსონი (17), კ. უოკერი (16), სეშენსი (15).
ფ: ფრაი (20), ტაკერი (17).
ფილადელფია-მილუოკი 115:107 (ო)
28:20, 27:33, 20:20, 27:29, 13:5
ფ: ტერნერი (27), ჰოიესი (25+12 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (12+11 პასი)
მ: კ. ბატლერი (38), ილიასოვა (19).
ტორონტო-ვაშინგტონი 96:88
32:27, 19:11, 15:32, 30:18
ტ: გეი (17), დეროზანი (17), ვალანჩუნასი (11+13 მოხსნა).
ვ: უოლი (37), ბილი (17), ნენე (10+10 მოხსნა).
ბოსტონი-ინდიანა 82:97
25:22, 25:20, 8:25, 24:30
ბ: ჯორ. კროუფორდი (24), ჯეფ გრინი (20).
ი: ჯორჯი (27), სკოლა (17), დევ. უესტი (17), სტივენსონი (10+10 მოხსნა).
დეტროიტი-ატლანტა 89:96
22:27, 22:22, 24:24, 21:23
დ: სინგლერი (22), სტაკი (17), დრამონდი (15+16 მოხსნა).
ა: ტიგი (18), ჰორფორდი (17+11 მოხსნა).
მემფისი-სან ანტონიო 86:102
21:26, 16:25, 28:20, 21:31
მ: კონლი (28), ზ. რენდოლფი (16+10 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (20), სპლიტერი (17), ჯინობილი (15).
მინესოტა-ბრუკლინი 111:81
30:14, 27:23, 33:21, 21:23
მ: ლავი (17+16 მოხსნა), კევ. მარტინი (17), კ. ბრიუერი (15), პეკოვიჩი (15).
ბ: ა. ანდერსონი (16), ჯო ჯონსონი (15).
ნ. ორლეანი-კლივლენდი 104:100
21:20, 21:31, 28:20, 34:29
ნ-ო: ევანსი (19+10 მოხსნა), ე. გორდონი (19), ე. დევისი (17+13 მოხსნა), ჰოლიდეი (15+11 პასი).
კ: ირვინგი (22, ჯეკი (19).
დალასი-იუტა 103:93
31:18, 27:16, 22:30, 23:29
დ: ელისი (26), დალემბერი (18+12 მოხსნა), ნოვიცკი (18).
ი: მო უილიამსი (19).
პორტლენდი-ჩიკაგო 98:95
22:32, 22:27, 34:12, 20:24
პ: მეტიუზი (28), ლილარდი (20), ბატუმი (17), რ. ლოპესი (13+16 მოხსნა).
ჩ: როუზი (20), ბუზერი (16), დენგი (15+14 მოხსნა).
ლეიკერსი-გ. სტეიტი 102:95
22:21, 33:25, 20:17, 27:32
ლ: პ. გასოლი (24+10 მოხსნა), ნ. იანგი (21).
გ-ს: დ. ლი (21+13 მოხსნა), ჰ. ბარნსი (20), კ. ტომპსონი (19), ბოგუტი (12+13 მოხსნა).
"პორტლენდის" ზედიზედ 10
"პორტლენდი" აგრძელებს კალათბურთის მოყვარულთა გაოცებას - 24 ნოემბერს მან სტუმრად დაამარცხა "გოლდენ სტეიტი" და თავისი მოგებათა სერია 10 მატჩამდე გააგრძელა. ამჯერადაც, გამარჯვების მისაღწევად, გუნდს საბრძოლო ხასიათის გამოვლენა დასჭირდა. წინა დღეს პორტლენდელებმა "ჩიკაგოსთან" 20-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, ამჯერად კი 14 ქულას აგებდნენ და მაინც მოიგეს.
სწორედ მაშინ, როცა სხვაობამ ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია (63:77 "უორიორზის" სასარგებლოდ), მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომლის შემდეგაც მსაჯებმა გააძევეს სამი მოთამაშე. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიტოვება მოუწიათ უესლი მეტიუზსა და მო უილიამსს, ტერი სტოტსის შეგირდებმა ჯერ სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, შემდეგ კი 12:2 გაიქცნენ და ბოლოს შეინარჩუნეს უპირატესობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს აკლდათ ანდრე იგუოდალა, რომელმაც მუხლი დაიზიანა. სტუმრების რიგებში კი საუკეთესო იყო ლამარკუს ოლდრიჯი - მან სუპერორმაგი დუბლი შეასრულა (30 ქულა+21 მოხსნა) და ბოლო მეოთხედში 11 საჯარიმო ჩააგდო.
ფოიემ "დალასი" დაამარცხა
ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში "დენვერი" "დალასს" მასპინძლობდა. თავდაპირველად "ნაგეტსი" კარგად იყენებდა საკუთარი მოედნის უპირატესობას და დიდი ხანი მიჰყავდა ანგარიში ორნიშნა უპირატესობით, მაგრამ სტუმრები არ დანებდნენ და მინიმუმამდე დაიყვანეს 17-ქულიანი ჩამორჩენა, ბოლო მეოთხედის მსვლელობისას კი საერთოდ წინ გასვლა შეძლეს.
ამის შემდეგ "დენვერმა" ლიდერობა დაიბრუნა და სწორედ ამ დროს თამაში საკუთარ თავზე აიღო "მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ - მისმა ორმა ზუსტმა ტყორცნამ მინი-სპურტი და ისევ "დალასის" დაწინაურება გამოიწვია - 100:98. გადამწყვეტი სიტყვა კი რენდი ფოიემ თქვა, რომელმაც ზუსტი სამქულიანით წინ გაიყვანა "დენვერი" სირენამდე ერთი წუთით ადრე.
"დალასს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ნოვიცკის იმავე ფოიესგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საშუალო მანძილიდან ნასროლი ააცილა.
სამქულიანების წვიმა ჰიუსტონში
როგორც ჩანს, "ჰიუსტონის" მთავარმა მწვრთნელმა კევინ მაკჰეილმა გაიხსენა დუაიტ ჰოვარდის წარმატებული თამაში "ორლანდოში", როცა ეს გუნდი 2009 წელს NBA-ს ფინალში გავიდა. მაშინდელი წარმატებების რეცეპტი მარტივი იყო: ამოუყენე შენს ცენტრს გვერდით ოთხი სნაიპერი და მიიღე შედეგი.
"მინესოტასთან" მატჩში "ჰიუსტონის" სნაიპერებმა 31-დან 17 სამქულიანი ჩააგდეს და გადაწყვიტეს მატჩის ბედი - 112:101. სხვებზე უკეთ შორიდან აარონ ბრუქსი და პატრიკ ბევერლი ისროდნენ, რომლებმაც 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს.
რაც შეეხება ჰოვარდს, ის ორივე ფართან ბატონობდა და ჯამში 13 მოხსნა და ოთხი დაფარება დააგროვა. "მინესოტა" კი ისევ დააღალატა თავისმა სათადარიგოთა სკამმა - "მგლების" რეზერვისტთა ანგარიშზე მხოლოდ 12 ქულაა ("როკეტსის" 33 ქულის წინააღმდეგ).
24 ნოემბერი
კლიპერსი-საკრამენტო 103:102
29:13, 28:35, 18:21, 28:33
კ: პოლი (22), ჯორდანი (17+12 მოხსნა), გრიფინი (16+10 მოხსნა), რედიკი (15), დადლი (11).
ს: კაზინსი (23+19 მოხსნა), ტომასი (22), პატერსონი (21).
ინდიანა-ფილადელფია 106:98
25:22, 31:30, 21:14, 29:32
ი: ჰიბერტი (27+13 მოხსნა), ჯორჯი (19), სტივენსონი (18), უესტი (17+11 მოხსნა), ჰილი (11).
ფ: კარტერ-უილიამსი (29), ტერნერი (21+11 მოხსნა), ანდერსონი (13), ორტონი (10+10 მოხსნა), ტომპსონი (10).
ვაშინგტონი-ნიუ იორკი 98:89
26:27, 23:25, 27:17, 22:20
ვ: უოლი (31), უებსტერი (19), ბილი (18), გორტატი (16+17 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (23+12 მოხსნა), სმიტი (15), სტაუდმაიერი (12), ბარნიანი (11).
ატლანტა-ბოსტონი 87:94
24:25, 29:24, 21:15, 13:30
ა: ჰორფორდი (18), მილსეპი (12), ტიგი (13+10 პასი), სკოტი (10).
ბ: ბასი (17), გრინი (16), სალინჯერი (15), ბრედლი (12), კროუფორდი (12+10 პასი), ფავერანი (11).
მაიამი-ორლანდო 101:99
16:20, 23:35, 32:22, 30:22
მ: უეიდი (27), ჯეიმსი (22), ბოში (15).
ო: დევისი (20), აფლალო (18), ოლადიპო (17), მური (14), ნელსონი (12), ვუჩევიჩი (11).
მილუოკი-შარლოტი 72:96
21:25, 18:21, 12:28, 21:22
მ: მიდლტონი (20), ჰენსონი (10).
შ: ჯეფერსონი (19), ჰენდერსონი (17), სეშენსი (13), მაკრობერტსი (12), უოკერი (11).
ჰიუსტონი-მინესოტა 112:101
25:18, 30:24, 27:32, 30:27
ჰ: ბრუქსი (26), ლინი (19), ჯონსი (18+10 მოხსნა), ბევერლი (17), პარსონსი (14), ჰოვარდი (11+13 მოხსნა).
მ: ლავი (27+15 მოხსნა), ბრიუერი (22), მარტინი (19), პეკოვიჩი (14).
სან ანტონიო-კლივლენდი 126:96
30:21, 35:11, 31:35, 30:29
ს-ა: გრინი (17), მილსი (15), პარკერი (12), სპლიტერი (10), ბელინელი (10).
კ: ბაინუმი (16), ირვინგი (15), დელავედოვა (14), უეიტერსი (11).
დენვერი-დალასი 102:100
35:22, 30:31, 21:27, 16:20
დენ: ლოუსონი (20), ფარიდი (18+14 მოხსნა), ფოიე (17), არტური (10), რობინსონი (10), ჩენდლერი (10).
დალ: ნოვიცკი (27), ელისი (25), კარტერი (16), კალდერონი (11).
გ. სტეიტი-პორტლენდი 101:113
24:23, 30:26, 30:32, 17:32
გ-ს: ტომპსონი (30), კარი (22+11 პასი), ლი (15+12 მოხსნა), ბარნსი (13).
პ: ოლდრიჯი (30+21 მოხსნა), მეტიუზი (23), ლილარდი (20), ბატუმი (14).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნიუიორკული კრიზისი გრძელდება