ალენ აივერსონს უკვდავყოფენ

AutoSharing Option
პირველ მარტს ფილადელფიაში, ადგილობრივი კლუბისა და "ვაშინგტონის" შეხვედრის დროს, ჩატარდება "სიქსერზის" საშინაო არენის - Wells Fargo Center-ის თაღზე ლეგენდარული ალენ აივერსონის 3-ნომრიანი მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია.

აივერსონი 2000-იან წლებში "ფილადელფიას" ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლდათ. მასთან ერთად, ეს გუნდი 2001 წელს NBA-ს ფინალში გავიდა, თავად ალენი კი ადგილობრივი გულშემატკივრების ნამდვილი კერპი იყო. ბევრი მოქმედი კალათბურთელი აღიარებს, რომ პროფესიონალებში გადასვლისკენ მათ ალენ აივერსონის მაგალითმა უბიძგა, რომელიც უშიშრად აგროვებდა ქულებს მოკრძალებული ფიზიკური გაბარიტების მიუხედავად (182 სმ, 80 კგ).

აივერსონი "ფილადელფიამ" 1996 წლის დრაფტზე
პირველ ნომრად აირჩია. "სიქსერზის" რიგებში მცველმა 722 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27,6 ქულა დააგროვა. ალენს რამდენიმე ინდივიდუალური პრიზი აქვს მოპოვებული: 1997 წელს გახდა წლის საუკეთესო ახალბედა, 2001 წელს - სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ოთხჯერ იყო რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი (1999, 2001, 2002, 2005), სამჯერ მოხვდა წლის პირველ სიმბოლურ ნაკრებში (1999, 2001, 2005). მან 11-ჯერ ითამაშე NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული