"კლივლენდის" ხელმძღვანელობა ფრიად კმაყოფილი უნდა დარჩეს ამ ტრეიდით, რადგან ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალი მიიღო, რომელსაც მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებზე თამაში შეუძლია, თანაც კარიერის პიკზე იმყოფება. წელს, "ჩიკაგოს" რიგებში ჩატარებულ 23 შეხვედრაში დენგმა საშუალოდ 19.0
ბაინუმის გარდა, "ჩიკაგო" "კლივლენდისგან" მიიღებს დრაფტზე სამი არჩევანის უფლებას, მათ შორის, ერთს პირველ რაუნდში. ვარაუდობენ, რომ "ბულზი" ტრეიდის დასრულებისთანავე გაუშვებს ბაინუმს, რადგან თუ ამას უახლოეს ორ დღეში არ გააკეთებს, მოუწევს ცენტრისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული 12.3 მილიონი დოლარის გადახდა.
დენგის "ჩიკაგოდან" წასვლის მიზეზი გახდა კალათბურთელის უარი კლუბის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში სამი მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებდა. ზაფხულში 28 წლის დენგის მოქმედ კონტრაქტს ვადა გასდიოდა, ამიტომაც "ხარების" ხელმძღვანელობამ სწორედ ახლა გადაწყვიტა მასთან გამოთხოვება.
კრის პოლის ექვსი კვირა
სერიოზული დანაკლისი განიცადა "ლოს ანჯელეს კლიპერსმა". დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება მისი ლიდერი კრის პოლი. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა მხრის ტრავმა "დალასთან" მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში პოლი საშუალოდ 19.6 ქულითა და 12.2 შედეგიანი გადაცემით ეხმარებოდა თავის გუნდს.
კობი: ხმა არ მომცეთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ტრავმირებული ლიდერი კობი ბრაიანტი მოუწოდებს თავის გულშემატკივრებს, რომ მათ ხმა არ მისცენ კალათბურთელს "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" სასტარტო შემადგენლობების გამოვლენის პროცესში.
"მე არ შემიძლია ამ მატჩში მონაწილეობის მიღება, ამიტომაც ჩემთვის საინტერესო იქნება მოედანზე ახალგაზრდა კალათბურთელების ხილვა.
ვთხოვ ჩემს ფანებს, ხმა არ მისცენ ჩემს მონაწილეობას, არამედ ყურადღება მიაქციონ უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებს. მაგალითად, მე მხარს ვუჭერ დამიენ ლილარდს. მან დაიმსახურა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობა", - განაცხადა ბრაიანტმა.
ბარბოზა ფინიქსში დაბრუნდა
ბრაზილიელმა ფორვარდმა ლეანდრო ბარბოზამ თავისი ყოფილი კლუბისგან - "ფინიქს სანზისგან" 10-დღიანი კონტრაქტი მიიღო. სწორედ ამ გუნდის რიგებში მოიპოვა სამხრეთამერიკელმა 2007 წელს საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ტიტული. "ფინიქსის" ღირსებას ბარბოზა შვიდი წლის განმავლობაში იცავდა.
NBA-ში ბრაზილიელის ბოლო კლუბი "ბოსტონი" იყო, მაგრამ გასული წლის თებერვალში ბარბოზამ მუხლის მყესები გაიწყვიტა და ამის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. მისი სტატისტიკა NBA-ში ასე გამოიყურება: 12.0 ქულა და 2.4 შედეგიანი პასი.
გაცვლა კელტებსა და დათვებს შორის
მოთამაშეები გაცვალეს "მემფისმა" და "ბოსტონმა". "კელტების" რიგებში ჩაირიცხა ჯერიდ ბეილესი, ხოლო "გრიზლისის" შემადგენლობა შეავსო კორტნი ლიმ.
ამ სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ბეილესმა 8.1 ქულა და 2.1 შედეგიანი პასი დააგროვა, ლის სტატისტიკა კი 7.4 ქულასა და 1.1 პასს უდრის.
კვირის საუკეთესოები
“ფილადელფია სიქსერზისა” და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ფორვარდები ტადეუშ იანგი და დევიდ ლი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი იანგი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 25.0 ქულას (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში), 7.7 მოხსნასა და 3.67 ჩაჭრას აგროვებდა. გარდა ამისა, იანგმა თამაშიდან 56.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
ლის კარგი თამაშის წყალობით, “გოლდენ სტეიტმა” გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 24.5 ქულა, 10.5 მოხსნა და 3.5 პასი. ლიმ ოთხიდან ორ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, მათ შორის, “მაიამისთან” მოგებულ მატჩში (123:114), როცა დევიდის ანგარიშზე იყო 32 ქულა და 14 მოხსნა.
იანგის კვირა
1 იანვარი. დენვერი-ფილადელფია 102:114. 17 ქულა, 10 მოხსნა.
2 იანვარი. საკრამენტო-ფილადელფია 104:113. 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 6 ჩაჭრა.
4 იანვარი. პორტლენდი-ფილადელფია 99:101. 30 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა.
ლის კვირა
31 დეკემბერი. ორლანდო-გოლდენ სტეიტი 81:94. 22 ქულა, 9 მოხსნა.
2 იანვარი. მაიამი-გოლდენ სტეიტი 114:123. 32 ქულა, 14 მოხსნა.
3 იანვარი. ატლანტა-გოლდენ სტეიტი 100:101. 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
5 იანვარი. ვაშინგტონი-გოლდენ სტეიტი 96:112. 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), პაუ გასოლი (“ლეიკერსი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), იმან შამპერტი (“ნიუ იორკი”), კევინ დურანტი (“ოკლაჰომა”), გორან დრაგიჩი ("ფინიქსი") და კაილ ლოური (“ტორონტო”).
ფილადელფია-მინესოტა 95:126
29:32, 25:38, 20:35, 21:21
ფ: ტ. იანგი (20).
მ: ლავი (26), კევ. მარტინი (18), პეკოვიჩი (16+14 მოხსნა), კ. ბრიუერი (15).
ბრუკლინი-ატლანტა 91:86
27:21, 19:31, 26:15, 19:19
ბ: ჯო ჯონსონი (23), ტელეტოვიჩი (16), გარნეტი (4+10 მოხსნა).
ა: ტიგი (16), მილსეპი (16).
კლიპერსი-ორლანდო 101:81
36:18, 24:16, 25:21, 16:26
კ: დ. კოლისონი (21), გრიფინი (16), დ. ჯორდანი (14+17 მოხსნა).
ო: ჰარკლესი (22), ოლადიპო (22), გ. დევისი (9+11 მოხსნა).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 33 27 6 81.8
2. მაიამი 34 26 8 76.5
3. ატლანტა 35 18 17 51.4
4. ტორონტო 32 16 16 50.0
5. ვაშინგტონი 31 14 17 45.2
6. ჩიკაგო 32 14 18 43.8
7. შარლოტი 35 15 20 42.9
8. დეტროიტი 34 14 20 41.2
9. ბრუკლინი 34 13 21 38.2
10. ბოსტონი 34 13 21 38.2
11. ფილადელფია 34 12 22 35.3
12. ნიუ იორკი 33 11 22 33.3
13. კლივლენდი 34 11 23 32.4
14. ორლანდო 34 10 24 29.4
15. მილუოკი 33 7 26 21.2
დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა 34 27 7 79.4
2. სან ანტონიო 34 26 8 76.5
3. პორტლენდი 34 26 8 76.5
4. კლიპერსი 37 24 13 64.9
5. გ. სტეიტი 36 23 13 63.9
6. ჰიუსტონი 35 22 13 62.9
7. ფინიქსი 32 20 12 62.5
8. დალასი 34 19 15 55.9
9. მინესოტა 34 17 17 50.0
10. დენვერი 33 16 17 48.5
11. ნიუ ორლეანი 32 15 17 46.9
12. მემფისი 33 15 18 45.5
13. ლეიკერსი 34 14 20 41.2
14. საკრამენტო 32 10 22 31.3
15. იუტა 36 11 25 30.6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"