ამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ლებრონ ჯეიმსმა შესანიშნავ ხასიათზე გაიღვიძა და დაახლოებით 15 წუთი დაუთმო თავის გულშემატკივრებს. მჭიდრო ფორმატის მიუხედავად (ლებრონს "ტვიტერის" მეშვეობით ჰქონდა ფანებთან კონტაქტი), დიალოგი მეტად საინტერესო, გულახდილი და პოზიტიური გამოვიდა.
გასახურებლად, ლებრონმა გულშემატკივრებს თავის გატაცებებზე მოუყვა, შემდეგ კალათბურთზე და თანაგუნდელებზე გადავიდა...
- დაასახელე შენი საყვარელი მულტფილმი.
- "ტომი და ჯერი", რა თქმა უნდა.
- რამდენად ზრუნავ ვ
- ეს თემა საერთოდ არ მაღელვებს. მამაჩემს ზუსტად ასეთივე ვარცხნილობა ჰქონდა, როცა მე მაკეთებდა.
- შენი საყვარელი რეპერი Jay-Z-ის გარდა?
- დრეიკი.
- კევინ ჰარტი (ცნობილი კომედიური მსახიობი) ისევე მხიარული და სასაცილოა ცხოვრებაში, როგორც ეკრანზე?
- ის საბოლოოდ შეირყა.
- თუ კალათბურთს არ ჩავთვლით, რომელ პროფესიულ კლუბს გულშემატკივრობთ?
- რა თქმა უნდა, "ლივერპულს".
- რატომ ქომაგობ "კოვბოის"?
- ბავშვობაში ჩემი საკალათბურთო გუნდი თამაშობდა ფორმით, რომელიც ძალიან ჰგავდა "დალას კოვბოის" ფორმას. როცა მოედანზე გავდიოდი, თავი ემიტ სმიტი (ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც სამჯერ იყო NFL-ის ჩემპიონი და დიდების დარბაზში შეიყვანეს) მეგონა.
- ყველაზე პოზიტიური მოთამაშე "მაიამის" შემადგენლობაში?
- ჯეიმს ჯონსი, რომელსაც ხანდახან "ჩემპიონს" ვეძახით (ეს მეტსახელი მცველმა სამქულიანების კონკურსში მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. მაშინ მან პოლ პირსი და რეი ალენი დაამარცხა).
- საყვარელი მომენტი კალათბურთში...
- ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
- ნერვიულობ მოედანზე გასვლისას?
- ყოველი მატჩის წინ.
- შეგიძლია ბლეიკ გრიფინის დანკის დაფარება?
- მე გიჟი არ ვარ! ვიცი ჩემი შესაძლებლობების ზღვარი.
- დაასახელე NBA-ის ყველა დროის სამი საუკეთესო დანკერი.
- ვინს კარტერი, დომინიკ უილკინსი, მაიკლ ჯორდანი.
- როგორ ფიქრობ, კობი ბრაიანტი ძალიან კარგია?
- ამ კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ: ფილმში "ყბები" ზვიგენი მართლა დიდია? რა თქმა უნდა, კობი კარგია.
- გავიდა თუ არა დერიკ როუზის დრო, რომელმაც ორ წელიწადში მუხლის ორი სერიოზული ტრავმა გადაიტანა?
- არავითარ შემთხვევაში.
- რატომ იღებენ ზედიზედ ტრავმებს NBA-ის საუკეთესო მოთამაშეები?
- არ ვიცი! ადრე ტრავმების ამგვარი ეპიდემია არ ყოფილა და რაც ახლა ხდება, ცუდად მოქმედებს თამაშზე.
- როგორ დავაძინო ბავშვი?
- ჩაურთე მას 2011 წლის NBA-ის ფინალური სერიის მატჩები ("მაიამის" "დიდი ტრიოს" პირველი წელი, როცა "დალასმა" 4:2 მოუგო "ჰიტს", ლებრონის თამაში კი შორს იყო იდეალურისგან), ერთი მეორეს მიყოლებით.
აი ასე, არც ისე მაჟორულ ნოტზე დაასრულა ჯეიმსმა ფანებთან საუბარი. მას დიდი ხნით არ ვემშვიდობებით, რადგან ბოლო პერიოდში "მაიამის" ფორვარდი დიდ დროს ხარჯავს ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობაში და ცდილობს ახლოს იყოს თავის გულშემატკივრებთან. ეს მას კარგად გამოსდის.
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week