NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი ლებრონის გვერდით

AutoSharing Option
კევინ დურანტმა არ დაუშვა თავისი გუნდის ზედიზედ მესამე საშინაო მარცხი. ამ კალათბურთელს იანვარში ფენომენალური სერია ჰქონდა, როცა ზედიზედ 12 შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა მოაგროვა, ახლა კი "მემფისთან" მატჩის ერთ ტაიმში მიითვალა 30 ქულა - დიდი შესვენების შემდეგ. სულ "დურანტულას" ანგარიშზე 37 ქულა იყო და მან შანსი არ დაუტოვა "გრიზლისს". ეს იყო "ოკლაჰომას" პირველი საშინაო მოგება 9 თებერვლის შემდეგ.

"თანდერი" ინარჩუნებს ლიდერობას დასავლეთ კონფერენციაში, თუმცა მას კვალში უდგას "სან ანტონიო", რომელმაც "შარლოტთან" საშინაო მატჩში ჩაგდებული პირველი მეოთხედის (14:25) მიუხედავად, 10 ქულით
მოგება მოახერხა.

* * *
განსაკუთრებული მატჩი ჰქონდა შაბათს "კლივლენდის" ლიდერ კაირი ირვინგს. 21 წლის გამთამაშებელმა თავის სამწლიან კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა: 21 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა "იუტასთან" 20 ქულით მოგებულ მატჩში.

"კლივლენდი" ინარჩუნებს მეათე ადგილს აღმოსავლეთში და იბრძვის პლეი ოფში მოსახვედრად. სხვათა შორის, ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაში, კალათბურთელებს უცნაური საჩუქარი ელით: პორნოფილმების 40 წლის ვარსკვლავი ავა დევანი მოემსახურება "კავალიერზის" ნებისმიერ მოთამაშეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველად ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ, პლეი ოფში გააღწევენ.

* * *
შაბათამდე ლებრონ ჯეიმსი ერთადერთი სტუმარი კალათბურთელი იყო "მედისონ სკვერ გარდენში", რომელსაც სახელგანთქმულ არენაზე 50 ქულაც ჰქონდა დაგროვებული და სამმაგი დუბლი შესრულებული. "გოლდენ სტეიტის" მცველს სტივენ კარის ნიუ იორკში 50 ქულა უკვე მოპოვებული ჰქონდა (როცა 13-დან 11 სამქულიანი ჩააგდო და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 54 ქულა დააგროვა). მაშინ "გოლდენ სტეიტმა" წააგო "ნიქსთან", მაგრამ, ამჯერად, კარიმ არა მხოლოდ საკუთარი ოსტატობა გვიჩვენა (27 ქულა+11 მოხსნა+11 პასი), არამედ "მეომრებსაც" მოაგებინა.

28 თებერვალი
კლივლენდი-იუტა 99:79
20:27, 19:14, 30:19, 30:19
კ: ირვინგი (21+12 პასი+10 მოხსნა), ტომპსონი (18+14 მოხსნა), დენგი (16), ჰოიესი (13+16 მოხსნა), ზელერი (10+9 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (18), ჯეფერსონი (13), ბერქსი (11).

ნიუ იორკი-გ. სტეიტი 103:126
27:38, 25:35, 28:26, 23:27
ნ-ი: ენტონი (23+16 მოხსნა), ჰარდუეი (22), სმიტი (17), ჩენდლერი (6+12 მოხსნა).
გ-ს: კარი (27+11 პასი+11 მოხსნა), ტომპსონი (25), ო'ნილი (15), სპეიტსი (12), ლი (10).

ოკლაჰომა-მემფისი 113:107
29:22, 28:20, 30:29, 26:36
ო: დურანტი (37), უესტბრუკი (21), იბაკა (16+9 მოხსნა), ჯექსონი (14).
მ: მილერი (19), გასოლი (17), რენდოლფი (13+10 მოხსნა), პრინსი (12), ჯონსონი (11), ლი (10).

დალასი-ჩიკაგო 91:100
32:20, 22:31, 22:22, 15:27
დ: ელისი (20), ნოვიცკი (15), კარტერი (15), კალდერონი (13), მერიონი (11).
ჩ: გიბსონი (20+15 მოხსნა), ბატლერი (19), ჰაინრიხი (17), დანლივი (16), ნოა (10+9 მოხსნა).

სან ანტონიო-შარლოტი 92:82
14:25, 27:20, 25:20, 26:17
ს-ა: დანკანი (17+16 მოხსნა), ჯინობილი (15), ბელინელი (14), მილზი (14), ლეონარდი (12), გრინი (10).
შ: ჯეფერსონი (20), ნილი (15), ჰენდერსონი (12), უოკერი (11), ზელერი (10), მაკრობერტსი (4+10 პასი).

ლეიკერსი-საკრამენტო 126:122
27:31, 27:34, 41:34, 31:23
ლ: ფარმარი (30), ბრუქსი (23), გასოლი (22), მიქსი (22), ბეიზმორი (12), ჯონსონი (12+12 მოხსნა), მარშალი (0+10 პასი).
ს: გეი (32), უილიამსი (26+12 მოხსნა), ტომასი (26+8 პასი), ტომპსონი (17+11 მოხსნა).

ფინიქსი-ნ. ორლეანი 116:104
30:8, 26:26, 25:27, 35:23
ფ: დრაგიჩი (40), მარკიფ მორისი (18), მარკუს მორისი (15), გრინი (12), სმიტი (10).
ნ-ო: დევისი (32+9 მოხსნა), გორდონი (21), ევანსი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული