NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ალენ აივერსონი სამუდამოდ

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელი ალენ აივერსონი გახდა მერვე კალათბურთელი "ფილადელფიას" ისტორიაში, ვისი სათამაშო მაისურიც "სიქსერზის" საშინაო არენის თაღზე აღმართეს.

საზეიმო ცერემონია გუშინ, ფილადელფიაში "ვაშინგტონთან" მატჩის შესვენებისას გაიმართა. აივერსონამდე ასეთი პატივი "სიქსერზის" კიდევ შვიდ კალათბურთელს ერგო: ჯულიუს ირვინგს (მე-6 ნომერი), მორის ჩიქსს (10), უილტ ჩემბერლენს (13), ჰოლ გრირს (15), ბობი ჯონსს (24), ბილი კანინგემსა (32) და ჩარლზ ბარკლის (34).

აივერსონმა კარიერის დასრულების შესახებ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. "ფილადელფიაში" მან 11 სეზონი ჩაატარა, გარდა ამისა, თამაშობდა "დენვერში", "ნიუ იორკსა" და თურქეთის "ბეშიქთაშში".

"ფილადელფიამ"
აივერსონი 1996 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. 1997 წელს, ის სეზონის საუკეთესო ახალბედად აირჩიეს, 2001 წელს კი რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა. აივერსონმა 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და ოთხჯერ იყო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. კარიერაში მისი საშუალო მაჩვენებლები 26.7 ქულას, 6.2 შედეგიან გადაცემას, 3.7 მოხსნასა და 2.2 ჩაჭრას უდრიდა.

1 მარტი
მაიამი-ორლანდო 112:98
32:30, 29:23, 28:20, 23:25
მ: უეიდი (24), ჯეიმსი (20+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბოში (17).
ო: ჰარისი (20), ვუჩევიჩი (18+10 მოხსნა), ო'ქუინი (14+15 მოხსნა), ჰარკლესი (14), ოლადიპო (10), მური (10), ნელსონი (3+11 პასი).

მილუოკი-ბრუკლინი 98:107
29:31, 24:24, 19:22, 26:30
მ: მიდლტონი (16), სეშენსი (16), ნაითი (14), ადეტოკუნბო (12), ილიასოვა (11+11 მოხსნა), ედრიენი (5+10 მოხსნა).
ბ: ტორნტონი (25), ბლეტჩი (19+13 მოხსნა), უილიამსი (15), ლივინგსტონი (14), პირსი (12).

ფილადელფია-ვაშინგტონი 103:122
28:41, 34:33, 21:23, 20:25
ფ: როტენი (19), ტ. იანგი (17), კარტერ-უილიამსი (15), მეინორი (13), ანდერსონი (13).
ვ: არიზა (40+4 ჩაჭრა), უოლი (17+16 პასი), უებსტერი (17), ბუკერი (14), გორტატი (13+14 მოხსნა), ბილი (11).

ბოსტონი-ინდიანა 97:102
27:28, 21:27, 30:21, 19:26
ბ: გრინი (27), ჰემფრიზი (18+10 მოხსნა), ბასი (16), რონდო (12+11 პასი), ბეილესი (11), სალინჯერი (10).
ი: ჯორჯი (25), ტერნერი (17), სტივენსონი (16+9 მოხსნა), ჰიბერტი (15), უესტი (12).

ჰიუსტონი-დეტროიტი 118:110
41:20, 28:26, 26:34, 23:30
ჰ: ჯონსი (22+10 მოხსნა), ჰარდენი (20+12 პასი), ბევერლი (19), ჰოვარდი (17), კასპი (16), ჯ. ჰემილტონი (13).
დ: სტაკი (23), სმიტი (21), დრამონდი (16+17 მოხსნა), ბაინუმი (12), ჯენინგსი (11+8 პასი), მონრო (10+14 მოხსნა).

მემფისი-კლივლენდი 110:96
22:30, 32:35, 33:15, 23:16
მ: რენდოლფი (23+14 მოხსნა+4 ჩაჭრა), გასოლი (22), კონლი (22), ლი (19), ალენი (16).
კ: ირვინგი (28), ტომპსონი (18), ჰოიესი (13), დენგი (11).

პორტლენდი-დენვერი 102:96
32:24, 24:24, 28:25, 18:23
პ: ლოპესი (18+9 მოხსნა), ლილარდი (17), ოლდრიჯი (16), ბატუმი (9+16 მოხსნა).
დ: ფარიდი (16+10 მოხსნა), ფურნიე (16), ფოიე (16), ჩენდლერი (14), არტური (12), ჰიქსონი (11).

საკრამენტო-მინესოტა 97:108
31:30, 25:23, 14:31, 27:24
ს: გეი (24), ტომასი (22+8 პასი), კაზინსი (21+17 მოხსნა).
მ: მარტინი (26), ლავი (22+10 მოხსნა), პეკოვიჩი (20+9 მოხსნა), ბრიუერი (13).

კლიპერსი-ნ. ორლეანი 108:76
30:17, 21:19, 28:20, 29:20
კ: პოლი (21+8 პასი), გრიფინი (20), კოლისონი (15), ბარნსი (14), ბულოკი (11), ჯორდანი (7+12 მოხსნა+4 დაფარება).
ნ-ო: ტ. ევანსი (22+9 მოხსნა), რივერსი (19), აჟინკა (11+10 მოხსნა), სტიმსმა (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული