თუმცა მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ. წარმატებით შევიდა მოედანზე ამარე სტაუდმაიერი, რომელმაც ამ 12 წუთში 12 ქულა დააგროვა. სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა. საინტერესოა, რომ "ბულზის" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა პირველ ტაიმში - მას ორი მოხსნა დააკლდა. თუმცა ფრანგმა ამ მატჩში მაინც გაიფორმა კარიერაში მეხუთე ტრიპლ-დაბლი.
"ნიუ იორკმა"
ჟოაკიმ ნოა კი გახდა პირველი ცენტრი ჰაკიმ ოლაჟუონის შემდეგ (1993-94), ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 12 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.
* * *
ექვსი მატჩის გამოტოვების შემდეგ "სან ანტონიოს" დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი ტონი პარკერი. დაბრუნება ტრიუმფალური აღმოჩნდა. ფრანგი ყველაზე შედეგიანი იყო "დალასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში.
ტონის, პრაქტიკულად, ყველაფერი გამოსდიოდა: თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და 10-ჯერ ჩააგდო, 22 ქულა დააგროვა და შვიდი შედეგიანი პასი მიითვალა. ამასთან, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. რაც მთავარია, პარკერმა საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი, როცა სამუელ დალემბერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად ისროლა ორქულიანი.
ჩიკაგო-ნიუ იორკი 109:90
37:16, 22:32, 21:20, 29:22
ჩ: ოგასტინი (23), ბატლერი (19), ბუზერი (14), ნოა (13+12 მოხსნა+14 პასი), გიბსონი (13), ჰაინრიხი (11), დანლივი (10).
ნ-ი: ენტონი (21), სტაუდმაიერი (14), ჰარდუეი (14), სმიტი (13), ჩენდლერი (8+22 მოხსნა).
ტორონტო-გ. სტეიტი 104:98
25:28, 30:22, 20:28, 29:20
ტ: დეროზანი (32), ლოური (13+8 პასი), პატერსონი (12), ვასკესი (12), ვალანჩუნასი (10).
გ-ს: კარი (34), ლი (20+11 მოხსნა), ტომპსონი (12), ჰ. ბარნსი (11), ბოგუტი (4+10 მოხსნა).
ინდიანა-იუტა 94:91
21:20, 24:26, 30:24, 19:21
ინდ: უესტი (25), ჯორჯი (22), უოტსონი (13), სტივენსონი (11).
იუტ: ჰეივორდი (21), ფეივორსი (17+10 მოხსნა), ბურკი (16), კანტერი (12), ბერკსი (11+9 მოხსნა).
ორლანდო-ფილადელფია 92:81
28:27, 15:19, 23:23, 26:12
ო: ჰოვარდი (31), ვუჩევიჩი (18+17 მოხსნა), მური (11), ჰარკლესი (10).
ფ: ტ. იანგი (29), კარტერ-უილიამსი (17+11 მოხსნა), სიმსი (12), როტენი (12).
ოკლაჰომა-შარლოტი 116:99
31:25, 30:30, 24:26, 31:18
ო: დურანტი (28), უესტბრუკი (26), ჯექსონი (17), იბაკა (15+10 მოხსნა).
შ: ჯეფერსონი (25), ტოლივერი (17), ნილი (12), ზელერი (10).
სან ანტონიო-დალასი 112:106
25:22, 23:25, 30:23, 34:36
ს-ა: პარკერი (22), დანკანი (17+9 მოხსნა), ლეონარდი (16), ჯინობილი (15), დიაო (14+10 მოხსნა), სპლიტერი (11).
დ: ნოვიცკი (22), კარტერი (21), ელისი (17+8 პასი), დალემბერი (8+10 მოხსნა).
ფინიქსი-ატლანტა 129:120
40:37, 39:28, 23:30, 27:25
ფ: გრინი (33), მარკიფ მორისი (21), დრაგიჩი (19+8 პასი), მარკუს მორისი (18+9 მოხსნა), ტაკერი (10).
ა: ტიგი (29+9 პასი), სკოტი (20), კორვერი (18), უილიამსი (15), ბრენდი (13), მეკი (11), კეროლი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"