NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდი" ფავორიტი არ არის

AutoSharing Option
"კლივლენდის" კოშმარი გრძელდება. "კავალიერზმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, თანაც ყოველი მარცხი უფრო და უფრო მტკივნეულია. არადა, "ტორონტოსთან" მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებს შესანიშნავი გამოუვიდათ.

"კლივლენდი" დაფრინავდა მოედანზე და, შესაძლოა, უკვე გამარჯვებასაც ზეიმობდა. თუმცა ისიც ჩანდა, რომ სტუმრებს სტარტზე არაფერი გამოსდიოდათ. "ტორონტო" მერვე წუთიდან გამოფხიზლდა და დაიწყო 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება. უკვე მეორე მეოთხედში ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო, როცა კანადელებმა სრული ძალით თამაში დაიწყეს, "კავალიერზი" საცოდავი სანახავი იყო.

ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ლუ უილიამსი, რომელმაც 36 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა. სწორედ მას მიუძღვის ძირითადი
წვლილი მეტოქის დემორალიზებაში. მესამე მეოთხედში უკვე "ტორონტომ" მიიღო ორნიშნა უპირატესობა, ბოლო 12-წუთეული კი ჩვეულ კოშმარს დაემსგავსა. ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და ბოლო ექვსი წუთი სათადარიგოთა სკამზე ისვენებდა.

მართალია, "კლივლენდმა" მოიგო ფარქვეშ ბრძოლა, მაგრამ საშინლად ისროლა სამქულიანები - 3/18. "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

კლივლენდი-ტორონტო 93:110
34:21, 20:35, 17:29, 22:25
კ: ლავი (23+7 მოხსნა), ირვინგი (21+6 პასი), ჯეიმსი (15+10 პასი), ვარეჟაო (13+12 მოხსნა), ტომპსონი (11+7 მოხსნა).
ტ: ლ. უილიამსი (36+3 ჩაჭრა), ლაური (23+8 პასი), დეროზანი (20).

ინდიანა-ფინიქსი 83:106
27:30, 21:25, 16:25, 19:26
ი: სტაკი (14+6 მოხსნა), ჰილი (13+6 მოხსნა), მაინმი (12+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), სკოლა (1+10 მოხსნა).
ფ: გრინი (23), ტომასი (16), მორისი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (11), ტოლივერი (11).

ორლანდო-მაიამი 92:99
18:22, 28:27, 21:19, 25:31
ო: ვუჩევიჩი (33+17 მოხსნა), ოლადიპო (14), ფურნიე (11+6 პასი+6 მოხსნა).
მ: ბოში (32+10 მოხსნა), ჩელმერსი (24+8 პასი), ნაპიერი (12), უილიამსი (10).

ნიუ იორკი-ფილადელფია 91:83
25:13, 21:26, 25:15, 20:29
ნ-ი: ენტონი (25+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (16+11 მოხსნა), ეისი (10).
ფ: ნოელი (17+12 მოხსნა), კოვინგტონი (14), ტომპსონი (10).

ჰიუსტონი-დალასი 95:92
29:29, 31:22, 17:17, 18:24
ჰ: ჰარდენი (32+8 მოხსნა), ბევერლი (20), მოტეიუნასი (14+10 მოხსნა).
დ: ელისი (17+6 მოხსნა), რაიტი (14+11 მოხსნა), ჩენდლერი (13+13 მოხსნა), ნოვიცკი (11+7 მოხსნა), ნელსონი (11+6 პასი).

მინესოტა-საკრამენტო 101:113
24:21, 28:27, 25:36, 24:29
მ: უიგინსი (29), ბრიუერი (14), დიონგი (12+10 მოხსნა), მ. უილიამსი (11+12 პასი), ბადინგერი (11).
ს: კაზინსი (31+18 მოხსნა), მაკლემორი (22+ 9 მოხსნა), კოლისონი (19+7 პასი), გეი (14+6 მოხსნა+6 ჩაჭრა), დ. უილიამსი (12+6 მოხსნა).

სან ანტონიო-ბრუკლინი 99:87
25:18, 26:18, 28:28, 20:23
ს-ა: პარკერი (22+7 პასი), ლეონარდი (21+9 მოხსნა), გრინი (21+7 მოხსნა+3 დაფარება), ბეინსი (10+8 მოხსნა), დიაო (10), დანკანი (7+10 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა+4 დაფარება).
ბ: უილიამსი (24+7 პასი), ტელეტოვიჩი (22+8 მოხსნა), ჯონსონი (12+5 პასი).

იუტა-ნ. ორლეანი 94:106
23:25, 17:32, 32:20, 22:29
ი: ჰეივორდი (31+8 მოხსნა), ბერკი (20), ფეივორსი (13+11 მოხსნა), ბუკერი (10).
ნ-ო: დევისი (43+14 მოხსნა), ჰოლიდეი (19+9 პასი+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული