როგორც ვარაუდობენ, რონდოს სანაცვლოდ "ბოსტონი" დრაფტზე რამდენიმე არჩევანის უფლებას მიიღებს. აგრეთვე, "კელტებს" ერგებათ ცენტრი ბრენდან რაიტი და კიდევ რამდენიმე კალათბურთელი.
ჭორების მიხედვით, რონდოს გაფორმება ასევე სურთ "საკრამენტოს", "ნიუ იორკს", "ლეიკერსსა" და "ჰიუსტონს", მაგრამ ამ მომენტისთვის, გამთამაშებლის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი სწორედ "მავერიქსს" აქვს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის კალათბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.3 ქულა, 6.5 მოხსნა და 10.8 შედეგიანი პასი დააგროვა.