NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 49 ქულა ერთ მეოთხედში

AutoSharing Option
"ჩიკაგომ" შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარა ერთი მეოთხედისთვის - მან "ტორონტოსთან" მატჩის მეოთხე 12-წუთეულში 49 ქულა დააგროვა. "ხარებმა" ტყორცნების ისეთივე რაოდენობა (14) გამოიყენეს, რამდენიც მისმა მეტოქემ, მაგრამ მასპინძლებმა აგრეთვე 22 საჯარიმო შეასრულეს, საიდანაც მხოლოდ სამი იყო არაზუსტი.

კანადელებმა ძალიან მალე გადააჭარბეს ჯარიმების ლიმიტს და ნებისმიერი დარღვევა თავისუფალი ტყორცნით ისჯებოდა. დასკვნით მეოთხედში ყველაზე კარგად დერიკ როუზმა ითამაშა, რომელიც 12-წუთეულის შუაში შევიდა მოედანზე. მან ექვსიდან ექვსი ტყორცნა გამოიყენა და 15 ქულა დააგროვა.

ჩიკაგო-ტორონტო 129:120
33:33, 27:33, 20:17, 49:37
ჩ: როუზი (29), ბატლერი (27+11 მოხსნა+5
დაფარება), ბრუქსი (17), გასოლი (14+9 მოხსნა+3 დაფარება), ნოა (14), მიროტიჩი (12), გიბსონი (10+7 მოხსნა).
ტ: ლაური (34+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (20+9 მოხსნა), როსი (17), ჯონსონი (16), პატერსონი (12+9 მოხსნა), უილიამსი (12).

* * *
"ჰიუსტონმა" და "პორტლენდმა" პირველად ითამაშეს მას შემდეგ, რაც დამიენ ლილარდმა თავისი სამქულიანით "რაკეტები" შარშანდელი პლეი ოფიდან გააგდო. ტექსასელებმა მოახერხეს რევანშის აღება, თანაც ძალიან დამაჯერებლად. დიდი შესვენების შემდეგ მათი უპირატესობა 15 ქულაზე ქვემოთ არ ჩამოსულა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის, რომ "პორტლენდის" ლიდერ ლამარკუს ოლდრიჯს გამოსასვლელი დღე მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ჯეისონ ტერი გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, ვინც 2 ათასი შორეული ტყორცნა გამოიყენა. მასზე წინ ორი ლეგენდარული სნაიპერია - რეჯი მილერისა და რეი ალენის სახით.

ჰიუსტონი-პორტლენდი 110:95
37:33, 36:20, 23:23, 14:19
ჰ: ჰარდენი (44+7 პასი+5 ჩაჭრა), ჰოვარდი (16+13 მოხსნა), ბევერლი (11), მოტეიუნასი (10+8 მოხსნა).
პ: ლილარდი (18), მაკალუმი (17+3 ჩაჭრა), მეტიუზი (14), ლეონარდი (13).

* * *
"მემფისმა" ზაკ რენდოლფის გარეშე უკვე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. რეზერვისტებისგან მისი შეცვლა ვერავინ შეძლო, მარკ გასოლსა და მაიკ კონლის კი არ შეუძლიათ საჭირო შედეგის უზრუნველყოფა - თუნდაც აუტსაიდერ "იუტასთან" შეხვედრაში. ამ დუეტმა 38 გუნდური ტყორცნიდან 22 გამოიყენა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მათ ძალები არ ეყო "ჯაზმენების" დასამარცხებლად.

მემფისი-იუტა 91:97
22:19, 21:25, 25:26, 23:27
მ: კონლი (28), გასოლი (24+12 მოხსნა+5 პასი), ლი (13), კარტერი (12).
ი: ბერკსი (23), ჰეივორდი (21), ფეივორსი (15+7 მოხსნა), კანტერი (13+9 მოხსნა).

* * *
გერმანელმა შრედერმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "ატლანტას" ბოლო 17 მატჩში მე-15 გამარჯვება მოიპოვა. მაიკლ ბუდენჰოლზერის გუნდი აგრძელებს ბევრისთვის დაუჯერებელი შედეგის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ბოლო ოთხი მატჩი "ჰოქსმა" თავისი ყველაზე შედეგიანი მოთამაშის, ჯეფ ტიგის გარეშე ჩაატარა და ოთხივე მოიგო. თანაც, სამი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. დამარცხებული მეტოქეები კი იყვნენ "ჩიკაგო", "კლივლენდი", "ჰიუსტონი" და "დალასი". ოთხივენი პლეი ოფში მოხვედრის რეალური პრეტენდენტები არიან.

მართალია, საბოლოო სხვაობა დიდი არ ყოფილა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას სტუმრების უპირატესობა გლობალური იყო. მაქსიმალური სხვაობა 24 ქულას აღწევდა. ბოლო მეოთხედში 82:63 ანგარიშისას, ზოგიერთი მწვრთნელი დასვენების საშუალებას აძლევს თავის ლიდერებს, მაგრამ კარლაილმა ყველა თავისი ვარსკვლავი შეუშვა მოედანზე და მათ შეძლეს 17-ქულიანი ჩამორჩენის 5 ქულამდე დაყვანა. უფრო მეტიც, "დალასმა" უჯარიმოდ აართვა ბურთი ანტიჩს, მაგრამ გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, ელისმა ვერ შეძლო შორეული ტყორცნის რეალიზება.

დალასი-ატლანტა 102:105
18:25, 20:27, 25:30, 39:23
დ: ელისი (18+4 ჩაჭრა), ნოვიცკი (16+6 მოხსნა), ვილანუევა (14+6 მოხსნა), რონდო (13+11 პასი+3 ჩაჭრა), ჰარისი (11), ჯეფერსონი (10), ჩენდლერი (8+19 მოხსნა).
ა: შრედერი (22+6 პასი), კორვერი (18), ჰორფორდი (17+7 მოხსნა), კეროლი (15+7 მოხსნა), მილსეპი (13+12 მოხსნა+7 პასი).

* * *
პარკერის დაბრუნების შემდეგ "სპურსის" პრობლემები გაქრა და ჩემპიონმა შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. მასპინძლებმა საკუთარი ტყორცნების თითქმის 64 პროცენტი გამოიყენეს, მაგრამ ეს სტატისტიკა არ იძლეოდა "კლიპერსთან" იოლი გამარჯვების საშუალებას. წარმატებული მეორე მეოთხედის შემდეგ, მესამე 12-წუთეულის დასაწყისში უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა და სწორედ აქედან დაიწყო სხვაობამ კლება და ერთხელ კალიფორნიელებმა ანგარიშიც გაათანაბრეს. მაგრამ "სპურსმა" 10:2 გაქცევით უპასუხა, რომლის დროსაც გრინმა ორი სამქულიანი გამოიყენა, ჯინობილიმ კი ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

სან ანტონიო-კლიპერსი 125:118
35:33, 37:27, 23:30, 30:28
ს-ა: პარკერი (26), დიაო (23+6 მოხსნა), დანკანი (21+12 მოხსნა), ჯინობილი (19+10 პასი), გრინი (11+5 პასი).
კ: პოლი (25+9 პასი), გრიფინი (22+6 მოხსნა+6 პასი), რედიკი (21), კროუფორდი (18), ჯორდანი (9+11 მოხსნა).

* * *
"გოლდენ სტეიტმა" პირველივე მეოთხედში დაუკარგა შეხვედრას აზრი, როცა რვა ქულა სწრაფი კონტრშეტევებით აიღო და 17:0 გაქცევა შეასრულა. ამის შემდეგ "საკრამენტომ" ვერ შეძლო "მეომრების" შეჩერება, რომელთა უპირატესობა მხოლოდ ერთხელ დაეცა 10 ქულამდე და ეს სხვაობა მხოლოდ ერთი წუთი შენარჩუნდა.

გ. სტეიტი-საკრამენტო 128:108
36:20, 28:30, 29:26, 35:32
გ-ს: ტომპსონი (25), ჰოლიდეი (18), ეზელი (15+6 მოხსნა), კარი (12+11 პასი+3 ჩაჭრა), სპეიტსი (12), იგუოდალა (12).
ს: კაზინსი (22+8 მოხსნა+6 პასი), კოლისონი (17+5 პასი), კასპი (16+8 მოხსნა), გეი (13+9 მოხსნა), ლენდრი (12), მაკლემორი (11).

შარლოტი-დენვერი 110:82
28:18, 30:22, 26:17, 26:25
შ: ჯეფერსონი (22+7 მოხსნა), უოკერი (18+9 პასი), ნილი (13), ჰეირსტონი (10+10 მოხსნა), ზელერი (10).
დ: ლოუსონი (18), ჯი (15).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ტორონტო 29 22 7 75.9
2. ატლანტა 27 20 7 74.1
3. ვაშინგტონი 26 19 7 73.1
4. ჩიკაგო 27 18 9 66.7
5. კლივლენდი 26 16 10 61.5
6. მილუოკი 28 14 14 50.0
7. მაიამი 28 13 15 46.4
8. ბრუკლინი 26 11 15 42.3
9. ბოსტონი 25 10 15 40.0
10. ორლანდო 30 10 20 33.3
11. ინდიანა 28 9 19 32.1
12. შარლოტი 28 9 19 32.1
13. დეტროიტი 28 5 23 17.9
14. ნიუ იორკი 30 5 25 16.7
15. ფილადელფია 26 3 23 11.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 26 23 3 88.5
2. პორტლენდი 29 22 7 75.9
3. მემფისი 28 21 7 75.0
4. ჰიუსტონი 27 20 7 74.1
5. დალასი 29 20 9 69.0
6. კლიპერსი 28 19 9 67.9
7. სან ანტონიო 29 18 11 62.1
8. ნ. ორლეანი 27 14 13 51.9
9. ფინიქსი 29 15 14 51.7
10. ოკლაჰომა 28 13 15 46.4
11. საკრამენტო 28 12 16 42.9
12. დენვერი 28 12 16 42.9
13. იუტა 29 9 20 31.0
14. ლეიკერსი 27 8 19 29.6
15. მინესოტა 26 5 21 19.2

ქულები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 27.0
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.2
ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.7
კობი ბრაიანტი (ლეი) 24.6
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.7
სტივენ კარი (გ-სტ) 23.5
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 23.1
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.8
ჯიმი ბატლერი (ჩიკ) 22.1
კლეი ტომპსონი (გ-სტ) 21.7

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.1
ანდრე დრამონდი (დეტ) 12.6
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 11.9
პაუ გასოლი (ჩიკ) 11.5
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.4
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.7
კევინ ლავი (კლივ) 10.5
ენტონი დევისი (ნ-ორ) 10.2
იონას ვალანჩუნასი (ტორ) 8.8
გრეგ მონრო (დეტ) 8.8

პასები
რაჟონ რონდო (დალ) 10.7
ჯონ უოლი (ვაშ) 10.5
ტაი ლოუსონი (დენ) 10.4
კრის პოლი (კლი) 9.8
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.8
სტივენ კარი (გ-სტ) 7.8
კაილ ლაური (ტორ) 7.7
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.7
ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული