"ოკლაჰომას" ყოფილი კალათბურთელი მძარცველი გახდა

AutoSharing Option
29 წლის ცენტრი რობერტ სვიფტი, რომელიც ერთ დროს NBA-ს დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს და 2009 წლამდე "ოკლაჰომას" რიგებში თამაშობდა, ორი დღის წინ საცხოვრებელი სახლის გაქურდვისთვის დააპატიმრეს.

წყაროს ცნობით, ნიღბიანი მძარცველები სახლში შეჭრას ლამობდნენ, სანამ პოლიციამ ისინი შემთხვევის ადგილზე არ დააკავა.

საინტერესოა, რომ 2014 წლის ნოემბრის შუაში სვიფტი ეჭვმიტანილი იყო ჰეროინის გავრცელებისა და იარაღის უკანონო შენახვის საქმეში. იმ ოთახის ჩხრეკისას, რომელშიც კალათბურთელი ცხოვრობდა, პოლიციამ შვიდი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმსატყორცნი აღმოაჩინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული