NBA. რეგულარული ჩემპიონატი. "ატლანტას" ზედიზედ 10

AutoSharing Option
ექვსი დღის წინ "ვაშინგტონის" ლიდერმა ჯონ უოლმა კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. გუშინ "ხარების" ლიდერმა დერიკ როუზმა სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი 32 ქულის მიუხედავად, უფრო ძლიერი მაინც "უიზარდსი" აღმოჩნდა. და ეს იმ დროს, როცა ერთი დღით ადრე დედაქალაქურმა კლუბმა მოქმედი ჩემპიონი "სან ანტონიო" დაამარცხა.

პირველ ტაიმში "ჩიკაგო" შესანიშნავად გამოიყურებოდა: "ბულზის" უპირატესობა 11 ქულას აღწევდა. ეს როუზის დამსახურება იყო, რომელმაც მარტო პირველ მეოთხედში 17 ქულა დააგროვა და დროის ეს მონაკვეთი მოედნის ცენტრიდან ზუსტი ტყორცნით დაასრულა.

მაგრამ მეორე ნახევარში
თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. "ბულზმა" დაცვაში თავისი ლიდერი ჟოაკიმ ნოა დაკარგა, რომელმაც კოჭი გადაიბრუნა. შესაბამისად, ფარქვეშ შესვლების საშუალება მიიღო უოლმა, ხელ-ფეხი გაეხსნათ სამწამიანში მარცინ გორტატსა და ნენეს. მეტოქის ასეთი ზეწოლისთვის გამკლავება "ჩიკაგომ" ვერ მოახერხა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "ვაშინგტონის" ვეტერანი პოლ პირსი, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ორი სამქულიანი, რომლის წყალობითაც ფორვარდმა ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით გაუსწრო ჯეისონ კიდს და ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. პირსს 1989 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა.

* * *
უკანასკნელად "ატლანტამ" 17 წლის წინ მოახერხა ზედიზედ 10 მატჩის მოგება და ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისტორია განმეორდა.

სამშაბათს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა დასვენების საშუალება მისცა ჯეფ ტიგსა და დემარე კეროლს, გუშინ კი "ბოსტონის" წინააღმდეგ არ უთამაშიათ ელ ჰორფორდსა და კაილ კორვერს. ამ დუეტის არყოფნაში წინა პლანზე სწორედ დასვენებული ტიგი და კეროლი გამოვიდნენ, რომლებმაც 22-22 ქულა დააგროვეს.

"ატლანტა", რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ინარჩუნებს პირველ ადგილს აღმოსავლეთში. ამ გუნდისთვის ბოლო ხუთ დღეში ოთხი მატჩის ჩატარებაც არ აღმოჩნდა პრობლემა.

* * *
ამასობაში, "ბრუკლინმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. ამჯერად დამარცხდა კლუბთან, რომელიც "ნეტსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლაინელ ჰოლინზმა 2012-13 წლებში დასავლეთის ფინალში გაიყვანა. ეს კლუბი "მემფის გრიზლისია".

"ბრუკლინის" ჩამორჩენა ორნიშნა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გახდა და დარჩენილ დროში მეტოქესთან დაწევის არანაირი ნიშნები არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, სიტუაციას ვერც კევინ გარნეტი შეცვლიდა, რომელიც დუაიტ ჰოვარდთან ჩხუბის გამო ერთი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული.

"დათვების" რიგებში დებიუტი ჰქონდა "ბოსტონიდან" აყვანილ ჯეფ გრინს. ფორვარდმა "მემფისში" გამოსვლა 10 ქულით დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ ამერიკულ პრესაში კვლავაც აქტიურად ვრცელდება ჭორები "ბრუკლინის" ცენტრის, ბრუკ ლოპესის სავარაუდო გაცვლის შესახებ. უკვე დასახელებულ პრეტენდენტებს "მაიამი ჰიტიც" დაემატა.

* * *
"დალასმა" "ატლანტას" მიბაძა და "საკრამენტოსთან" მატჩში სამი ლიდერი დაასვენა, მაგრამ "ჰოქსისგან" განსხვავებით, დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

"მავერიქსის" რეზერვში აღმოჩნდნენ: დირკ ნოვიცკი, რაჟონ რონდო და ტაისონ ჩენდლერი. ასეთ სიტუაციაში, დიდი დატვირთვა მოვიდა სათადარიგო კალათბურთელებზე, რომლებმაც ჯამური 107 ქულიდან 62 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს. მაგრამ "დენვერი" დღეს კარგ ფორმაშია და მის წინააღმდეგ რეზერვისტების აქტიურობა საკმარისი არ არის. "ნაგეტსმა" ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა.

შარლოტი-სან ანტონიო 93:98
18:22, 27:35, 23:19, 25:22
შ: უოკერი (28+3 დაფარება), ბიიომბო (12+15 მოხსნა+5 დაფარება), ჰენდერსონი (11), ჰეირსტონი (11), ზელერი (8+10 მოხსნა).
ს-ა: ჯინობილი (27+3 ჩაჭრა), გრინი (18), დანკანი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (10+5 პასი).

ორლანდო-ჰიუსტონი 120:113
29:19, 26:33, 29:33, 36:28
ო: ოლადიპო (32+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (25+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), პეიტონი (15+6 მოხსნა), ფრაი (15+5 პასი), გორდონი (12).
ჰ: ჰარდენი (26+10 პასი+5 ჩაჭრა), ჰოვარდი (23+8 მოხსნა), ბევერლი (17), არიზა (15), მოტეიუნასი (12), სმიტი (5+10 მოხსნა+5 პასი).

ბრუკლინი-მემფისი 92:103
23:32, 22:19, 20:31, 27:21
ბ: პლამლი (15+9 მოხსნა), ტელეტოვიჩი (12+6 მოხსნა), მორისი (11), ბოგდანოვიჩი (11+6 მოხსნა), ლოპესი (11), ჯეკი (10+6 პასი).
მ: რენდოლფი (20+14 მოხსნა), მ. გასოლი (18+8 მოხსნა), ლი (18), ალენი (13), გრინი (10).

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 94:105
18:22, 18:36, 30:25, 28:22
დ: ჯენინგსი (19), მონრო (16+8 მოხსნა+5 პასი), ოგასტინი (13), მიქსი (11).
ნ-ო: დევისი (27+10 მოხსნა+4 დაფარება), ევანსი (18+9 პასი+8 მოხსნა), ანდერსონი (17), გორდონი (12+5 პასი), აშიქი (8+13 მოხსნა).

ტორონტო-ფილადელფია 100:84
34:19, 16:27, 21:15, 29:23
ტ: დეროზანი (20), უილიამსი (19), ლაური (18+12 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (12+7 მოხსნა), ჯონსონი (10+16 მოხსნა).
ფ: კარტერ-უილიამსი (29+7 მოხსნა), ნოელი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკდანიელსი (10+8 მოხსნა+4 დაფარება).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 99:105
32:26, 18:18, 19:32, 30:29
ჩ: როუზი (32+5 პასი), პ. გასოლი (13+8 მოხსნა), ბატლერი (13+4 ჩაჭრა), გიბსონი (12+6 მოხსნა), მიროტიჩი (12+3 ჩაჭრა).
ვ: პირსი (22+6 მოხსნა), უოლი (21+9 პასი), ბილი (17+6 პასი), ნენე (13+8 პასი), გორტატი (11+9 მოხსნა).

ბოსტონი-ატლანტა 91:105
24:24, 21:33, 29:32, 17:16
ბ: ბრედლი (17), სალინჯერი (14+9 მოხსნა), ოლინიკი (12+8 მოხსნა), ტორნტონი (10).
ა: ტიგი (22+6 პასი), კეროლი (22), მილსეპი (18+10 მოხსნა), სკოტი (11).

დენვერი-დალასი 114:107
28:24, 31:26, 31:28, 24:29
დენ: ლოუსონი (29+12 პასი), ფარიდი (22+14 მოხსნა), ჩენდლერი (15+10 მოხსნა+6 პასი), ჰიქსონი (13+8 მოხსნა), აფლალო (12+3 ჩაჭრა).
დალ: ბარეა (17+6 პასი), ჯეფერსონი (16+6 მოხსნა), პარსონსი (13), ჰარისი (13), პაუელი (11), ვილანუევა (11), ფელტონი (10+5 პასი), ამინუ (10).

გ. სტეიტი-მაიამი 104:89
26:18, 29:20, 26:25, 23:26
გ-ს: კარი (32), ტომპსონი (19).
მ: ბოში (26+7 მოხსნა), დენგი (19+7 მოხსნა), უაიტსაიდი (10+12 მოხსნა+3 დაფარება), ნაპიერი (10+6 პასი).

პორტლენდი-კლიპერსი 94:100
21:27, 28:23, 23:22, 22:28
პ: ოლდრიჯი (37+12 მოხსნა), კამანი (15+11 მოხსნა), ლილარდი (15), ლეონარდი (11+10 მოხსნა).
კ: კროუფორდი (25), პოლი (23+10 პასი+6 მოხსნა), გრიფინი (18+3 ჩაჭრა), ჯორდანი (17+18 მოხსნა), ბარნსი (10+7 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ატლანტა 39 31 8 79.5
2. ვაშინგტონი 39 27 12 69.2
3. ტორონტო 38 26 12 68.4
4. ჩიკაგო 40 26 14 65.0
5. მილუოკი 39 20 19 51.3
6. კლივლენდი 39 19 20 48.7
7. მაიამი 39 17 22 43.6
8. ბრუკლინი 39 16 23 41.0
9. ინდიანა 40 15 25 37.5
10. შარლოტი 40 15 25 37.5
11. დეტროიტი 39 14 25 35.9
12. ორლანდო 42 15 27 35.7
13. ბოსტონი 37 13 24 35.1
14. ფილადელფია 38 7 31 18.4
15. ნიუ იორკი 40 5 35 12.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 36 31 5 86.1
2. პორტლენდი 39 30 9 76.9
3. მემფისი 38 27 11 71.1
4. ჰიუსტონი 39 27 12 69.2
5. დალასი 40 27 13 67.5
6. კლიპერსი 39 26 13 66.7
7. სან ანტონიო 40 24 16 60.0
8. ფინიქსი 41 23 18 56.1
9. ნ. ორლეანი 38 19 19 50.0
10. ოკლაჰომა 37 18 19 48.6
11. დენვერი 38 18 20 47.4
12. საკრამენტო 38 16 22 42.1
13. იუტა 39 13 26 33.3
14. ლეიკერსი 39 12 27 30.8
15. მინესოტა 37 6 31 16.2

ქულები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.9
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.5
ენტონი დევისი (ნ-ორ) 24.2
დემარკუს კაზინსი (საკ) 24.2
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.9
სტივენ კარი (გ-სტ) 23.3
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.3
კობი ბრაიანტი (ლეი) 22.7
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 22.6
დამიენ ლილარდი (პორ) 22.0

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.6
ანდრე დრამონდი (დეტ) 12.7
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 12.1
პაუ გასოლი (ჩიკ) 11.3
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.2
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.5
კევინ ლავი (კლივ) 10.4
ენტონი დევისი (ნ-ორ) 10.4
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.3
ომერ აშიქი (ნ-ორ) 9.9

პასები
ჯონ უოლი (ვაშ) 10.2
ტაი ლოუსონი (დენ) 10.1
რაჟონ რონდო (დალ) 9.8
კრის პოლი (კლი) 9.6
სტივენ კარი (გ-სტ) 8.0
კაილ ლაური (ტორ) 7.8
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.5
ჯეფ ტიგი (ატლ) 7.2
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.2
ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული