ლარი სანდერსი და მარიხუანა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" ცენტრი ლარი სანდერსი ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმეორედ დარღვევის გამო, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

"იმედგაცრუებულნი ვართ იმ ამბებით, რომლებიც ლიგის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. კლუბს კავშირი აქვს NBA-ს წარმომადგენლებთან და ეცდება, ყველანაირად შეუწყოს ხელი ლარის კალათბურთში დაბრუნებას", - წერია "მილუოკის" ოფიციალურ განცხადებაში.

2014 წლის აპრილში კალათბურთელი ხუთი მატჩით ჩამოაცილეს რეგულარულ ჩემპიონატს მარიხუანის მოწევის გამო.

გუშინ ამ სკანდალს თავად სანდერსიც გამოეხმაურა, რომელმაც პირობა დადო - სამუდამოდ დაანებებს თავს ნარკოტიკებს და საკალათბურთო კარიერაზე იქნება კონცენტრირებული.

26 წლის სანდერსი ტრავმის გამო
23 დეკემბრიდან არ თამაშობს. მიმდინარე რეგულარულში მან 27 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.3 ქულა და 6.1 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული