ვარსკვლავობიდან თვითმკვლელობამდე

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა სტეფონ მარბერიმ ჟურნალისტებს მოუყვა, როგორ შეიძლება NBA-ს წამყვანი მოთამაშე პოტენციურ თვითმკვლელად გადაიქცეს.

საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა კარიერა 2009 წელს დაასრულა. მისი ბოლო გუნდი იყო "ბოსტონი". მარბერიმ საუკეთესო წლები "ნიუ იორკში" გაატარა, მაგრამ კარიერის ბოლოს მცველს ცუდი პერიოდი დაუდგა, რის შესახებაც ტელეარხ HBO-სთან ინტერვიუში მოჰყვა.

"სიკვდილი მინდოდა. ამას სერიოზულად ვამბობ. საქმე არა კალათბურთში, არამედ ჩემში იყო. ძალიან ძლიერი დეპრესია მქონდა, ძალიან ავად ვიყავი. როცა "ნიქსში" საქმეები აირია, იმ დროს გარდამეცვალა მამა და ჩემი ბრენდი "სტარბერიც"
ნელ-ნელა იძირებოდა... ვუყურებდი ამ ყველაფერს და თანდათან ხელიდან ვუშვებდი ცხოვრებას. საკუთარი აზრებისა და გრძნობის ხაფანგში მოვექეცი", - აღიარებს მარბერი, რომელმაც NBA-ს შემდეგ ჩინეთში ააწყო წარმატებული საკალათბურთო კარიერა.

სტეფონს ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული