ამ მომენტისთვის ტიბოდოს მთავარი პრობლემა გუნდის გასახდელში არსებული დაძაბული მდგომარეობაა - ბევრი მოთამაშე "ბულზის" დამრიგებელს ხისტსა და ძველმოდურს უწოდებს და არ მოსწონს ტიბოდოს მიდრეკილება შეზღუდული როტაციისადმი, რაც გუნდის ლიდერების გადაღლასა და ხშირ ტრავმიანობას იწვევს.
კონფლიქტის მოგვარებაში ტიბოდოს, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს გუნდის მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის იმედი. მწვრთნელსა და "ბულზის" პრეზიდენტ ჯონ პაქსონს შორის ურთიერთობა
იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, "ჩიკაგოს", კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი ორი წლის სანაცვლოდ, ტიბოდოსთვის 11 მილიონის გადახდა მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"