შაკილ ო'ნილი პოლიციელი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი შაკილ ო'ნილი ფლორიდას შტატის პოლიციის რეზერვის ოფიცერი გახდა. ამის შესახებ წერს სააგენტო AP.

ყოფილი კალათბურთელი არ მიიღებს ხელფასს და ვერ ისარგებლებს სოციალური შეღავათებით. ო'ნილის მთავარი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა. კერძოდ, შაკი გახდება მაგალითი მომავალი თაობისთვის.

ო'ნილმა პოლიციის რიგებში შესვლის განაცხადი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. 42 წლის ყოფილ კალათბურთელს მთელი რიგი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტესტის ჩაბარება სჭირდებოდა.

2005 წელს შაკილი დაეხმარა მაიამის პოლიციას ხულიგნის დაკავებაში. მამაკაცი გამვლელებს ბოთლებს ესროდა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. ო'ნილი მას ავტომობილით დაედევნა და
ბოლოს ტელეფონით დაუკავშირდა ადგილობრივ პოლიციას, რომელმაც დამნაშავე დააკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 32 წლის, შაკი 42 წლისაა
chiko
12:22 22-01-2015
0

სიახლეები პოპულარული