კრის პოლს მსაჯის კრიტიკა არ აპატიეს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერი კრის პოლი 25 ათასი დოლარით დაისაჯა "კლივლენდთან" მატჩში ერთ-ერთი არბიტრის, ლორენ ჰოლტკამპის კრიტიკის გამო.

თამაშის დროს ამ არბიტრმა ტექნიკური პერსონალურით დასაჯა გამთამაშებელი ერთ-ერთ ეპიზოდში დაუმორჩილებლობის გამო.

მეტოქის მიერ ჩაგდებული საჯარიმოს შემდეგ პოლმა სცადა, რაც შეიძლება სწრაფად შეეყვანა ბურთი თამაშში, მაგრამ არბიტრმა აუკრძალა ამის გაკეთება და სწორედ ამან გამოიწვია პოლის გაღიზიანება.

მატჩის შემდეგ კალათბურთელმა განაცხადა, რომ ქვედა ლიგებში ექვსი წელი მუშაობის შემდეგ ჰოლტკამპი მზად არ არის NBA-ში დიდი მატჩების განსჯისთვის.

აღვნიშნავთ, რომ ჰოლტკამპი ერთ-ერთია ლიგაში მომუშავე ორი
ქალი არბიტრიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული