ანტეტოკუნმპო თამაშიდან 63.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა. მან საშუალოდ 19.5 ქულა, 11.0 მოხსნა და 1.75 დაფარება დააგროვა. ბერძენმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჰიუსტონთან" მატჩში, რომელშიც 27 ქულა (პირადი რეკორდი) და 15 მოხსნა მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი რასელ უესტბრუკი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გასულ კვირას მისი საშუალო მონაგარი 34.3 ქულა, 9.3 მოხსნა, 9.0 შედეგიანი
უესტბრუკმა კვირა დაიწყო "ორლანდოსთან" მატჩში სამმაგი დუბლით (25 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა). ამის შემდეგ მან 45 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში, ბოლოს კი 48 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა დააგროვა კვლავ "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. უესტბრუკი კობი ბრაიანტის, უილტ ჩემბერლენისა და ელჯინ ბეილორის შემდეგ მეოთხე კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 45 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი.
ანტეტოკუნმპოს კვირა
2 თებერვალი. ტორონტო-მილუოკი 75:82. 12 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება.
4 თებერვალი. მილუოკი-ლეიკერსი 113:105. 25 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.
6 თებერვალი. ჰიუსტონი-მილუოკი 117:111. 27 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი.
7 თებერვალი. მილუოკი-ბოსტონი 96:93. 14 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.
უესტბრუკის კვირა
2 თებერვალი. ოკლაჰომა-ორლანდო 104:97. 25 ქულა, 11 მოხსნა, 14 პასი.
4 თებერვალი. ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 91:102. 45 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი.
6 თებერვალი. ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 113:119. 48 ქულა, 9 მოხსნა, 11 პასი, 4 ჩაჭრა.
8 თებერვალი. ოკლაჰომა-კლიპერსი 131:108. 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ჯორჯ ჰილი ("ინდიანა"), კრის პოლი ("კლიპერსი") და გორდონ ჰეივორდი ("იუტა").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"