NBA. კარმელო ენტონიმ სეზონი დაასრულა?

AutoSharing Option
- დიდია ალბათობა იმისა, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ დაასრულოს გამოსვლა 2014-15 წლების სეზონში. ამის მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა. ერთი დღით ადრე კარმელომ დაადასტურა "ოლ სტარტზე" მონაწილეობა.

- მცველი ლენს სტივენსონი გააგრძელებს გამოსვლას "შარლოტ ჰორნეტსის" შემადგენლობაში. ადრე დადიოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კალათბურთელის გაცვლას აპირებდა, მაგრამ ლენსის გადაბირების მსურველი კლუბი არ გამოჩნდა.

- "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ სპორტულ მწარმოებელ Anta-სთან. ამ კომპანიის კლიენტები არიან "ბრუკლინის" ფორვარდი
კევინ გარნეტი და "დალასის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

- "ჰიუსტონს როკეტსის" მცველს, მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ჯეიმს ჰარდენს მიაჩნია, რომ დღეისთვის სწორედ ის არის ასოციაციის საუკეთესო მოთამაშე. "ვინ არის ლიგაში საუკეთესო მოთამაშე? სავარაუდოდ, მე", - განაცხადა "ოლ სტარის" წინ ინტერვიუში წვეროსანმა მცველმა.

- "ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობა აპირებს სლოვენიელი გამთამაშებლის გორან დრაგიჩის შენარჩუნებას და ახლა, გეგმაში აქვს ამ ამპლუის მეორე მოთამაშის - აიზია ტომასის გაცვლა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე "სანზი" გეგმავდა სლოვენიელთან გამოთხოვებას დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული