- "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გააუმჯობესა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შედეგი "ყველა ვარსკვლავის მატჩში". გუშინდელ შეხვედრაში ლებრონმა 30 ქულა დააგროვა და ახლა მისი საერთო მაჩვენებელია 278 ქულა, რაც 14 ქულით მეტია "ბულზის" ყოფილი ლიდერის მონაგარზე (262 ქულა). პირველ ადგილს კვლავინდებურად კობი ბრაიანტი ინარჩუნებს - 280 ქულა.
- უცნობებმა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ
- NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი" აპირებს ამარე სტაუდმაიერისთვის ბრძოლას. როგორც უკვე დავწერეთ, ეს კალათბურთელი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. "სპურსის" კონკურენტები ამ ბრძოლაში "დალასი" და "კლიპერსი" იქნებიან.
- "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კინაღამ დააგვიანა სამქულიანების კონკურსზე. მიზეზი ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ლიფტში გაჭედვა გახდა. კალათბურთელმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დახურულ სივრცეში თითქმის ნახევარი საათი გაატარეს. ჰარდენმა მაშინვე სელფი გადაიღო და შთაბეჭდილებები "ინსტაგრამით" გაგვიზიარა. "ძალიან ვღელავ. იმედია, კაბინა არ ჩავარდება", - მიაწერა ფოტოს ჯეიმსმა.
- ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულმა, "მინესოტას" მცველმა ზაკ ლავინმა გამოწვევა ესროლა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, ლებრონ ჯეიმსს. "მგლების" მოთამაშე დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს "კლივლენდის" ლიდერს ჩატენვებში. "ლებრონთან გაჯიბრება? მჯერა საკუთარი ნიჭის. ამიტომაც ვაცხადებ, რომ გამარჯვება ჯიბეში მიდევს. ჯეიმსი - ბრწყინვალე სპორტსმენია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა 19 წლის ლავინმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"