ამ შეხვედრაში "როკეტსის" ლიდერს, ჯეიმს ჰარდენს უნდა დაემტკიცებინა - რამდენად მზად არის ის MVP-ის ტიტულისთვის. ამისთვის საზომად ლებრონ ჯეიმსი ჰყავდა.
თავად ლებრონმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ეს იყო უხეში თამაში - ტექნიკური ჯარიმებითა და ბინძური ილეთებით. ერთ-ერთ ეპიზოდში ჰარდენმა "მეფეს" ფეხებშუა წიხლი უთავაზა და ახლა ჯეიმსი ლიგისგან საკადრის სასჯელს ითხოვს.
ჰარდენმა კი განაცხადა, რომ ეს იყო იმპულსური რეაქცია და სხვა
პირველ ტაიმში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო დიდი მანძილით წინ გასვლა. სამაგიეროდ, დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. იქვე გააქტიურდა ლავი, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ ჯეიმსი გააქტიურდა, მაგრამ, როცა ჰარდენმა პასუხის გაცემა დაიწყო, ისევ დაბრუნდა "რაკეტების" 11-ქულიანი ჰანდიკაპი.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში "კავალიერზის" რეზერვმა ბრწყინვალე თამაშით შეძლო ჩამორჩენის გაბათილება. ჯონსმა ორი სამქულიანი ჩააგდო, კარგად შევიდნენ თამაშში ტრისტან ტომპსონი და ჯეი არ სმიტი, ხოლო სამი წუთით ადრე ჯეიმსის წარმატებულმა შეტევამ სტუმრებს უპირატესობა მოუტანა. მაგრამ ჰარდენმა და ჯოშ სმიტმა 6:0 გაქცევით უპასუხეს, რის შემდეგაც ლებრონმა და ტომპსონმა ზედიზედ სამი საჯარიმო ჩააგდეს.
ოვერტაიმში "როკეტსი" 6:1 გაიჭრა წინ, რასაც მოჰყვა ჯეიმსის სამქულიანი და ორი აცილებული საჯარიმო. "კლივლენდმა" წააგო და ვერ გახდა ცენტრალური დივიზიონის ლიდერი.
"ჰიუსტონისთვის" ეს იყი ზედიზედ მეხუთე მოგება, ჰარდენმა" კი ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა: 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.
ჰიუსტონი-კლივლენდი 105:103 (ო)
29:26, 21:21, 32:27, 16:24, 7:5
ჰ: ჰარდენ (33), ტ. ჯონსი (19), მოტეიუნასი (16), ბევერილი (12), სმიტი (10).
კ: ჯეიმსი (37), ლავი (21), ტ. ტომპსონი (14+19 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"