მაიკლ ჯორდანი მილიარდერებში გაერია

AutoSharing Option
ბიზნესწრეებში პოპულარულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული ყოველწლიური რეიტინგი. ეს არის მილიარდერების სია, რომელსაც მეტად საინტერესო ახალი წევრი ჰყავს.

პირველად მოხვდა მილიარდერების რეიტინგში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი.

"შარლოტის" მფლობელმა მიმდინარე სეზონში, როგორც იქნა, გათამაშების ცხრილის ფსკერიდან ამოიყვანა თავისი გუნდი (ამჟამად "ჰორნეტს" ერთი მოგება აკლია პლეი ოფის ზონაში შესასვლელად), რითაც მის აქციებს მეტი ფასი დაედო.

შედეგად, 90-პროცენტიანი წილი, რომელიც ჯორდანმა 2010 წელს 175 მილიონ დოლარად შეიძინა, დღეს 416 მილიონად არის შეფასებული.

გარდა ამისა, დაახლოებით 600 მილიონი დოლარი ღირს 52
წლის ჯორდანის ბიზნესი "შარლოტის" ფარგლებს გარეთ: ცნობილია, რომ NBA-ს ექვსგზის ჩემპიონს სპორტული ეკიპირების წარმოების პირადი სავაჭრო მარკა აქვს, რომელსაც "ჯორდან ბრენდი" ჰქვია.

რეიტინგში კიდევ ორი ადამიანია, რომელიც საკალათბურთო სამყაროს უკავშირდება. "ბრუკლინის" მფლობელი მიხაილ პროხოროვი 9.9 მილიარდით 125-ე ადგილზეა (ჯორდანის პოზიციაა - 1174), ხოლო "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელი და კომპანია Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი NBA-ს კლუბების ყველა მფლობელზე მაღლა დგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული