NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ატლანტა" ახალი ლიდერია

AutoSharing Option
მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა გათამაშების ცხრილში. "ატლანტა ჰოქსმა" მთლიანად ლიგაში ლიდერის სტატუსი მიიღო, თანაც ისე, რომ მოედანზე არ გასულა.

ატლანტელებმა ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ "ბრუკლინს", რომელმაც მოულოდნელად დაამარცხა რეგულარულის აწ უკვე ყოფილი ლიდერი "გოლდენ სტეიტი".

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს არ იყო "მეომრების" საღამო. ენდრიუ ბოგუტი ასე თუ ისე ცდილობდა შეტევაში ყველას ნაცვლად თამაშს. კლეი ტომპსონმა 17-დან მხოლოდ სამი ტყორცნა (სამქულიანები - ცხრიდან ერთი) მოათავსა კალათში.

მისმა პარტნიორმა სტივენ კარიმ პირველი 35 წუთი ცუდად ითამაშა - ხუთი ქულა აიღო, მაგრამ მეოთხე
მეოთხედის წინ სუპერსნაიპერმა გაიღვიძა და მატჩში თავისი პირველი სამქულიანი ჩააგდო. ბოლო 12-წუთეულში კი შორიდან კიდევ ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში.

წესით,"გოლდენ სტეიტს" უნდა მოეგო, თუნდაც მონდომებისა და სიმამაცის გამო. "უორიორზი" 10 ქულით აგებდა, მაგრამ სირენამდე ერთი წუთით ადრე კარიმ საშუალო ტყორცნით გაათანაბრა ანგარიში - 108:108. შემდეგ "გოლდენ სტეიტმა" მოიგერია მეტოქის შეტევა, მაგრამ ენდრიუ ბოგუტმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი. "მეომრების" ყოფილმა მოთამაშემ ჯარეტ ჯეკმა "ბრუკლინს" გამარჯვება მოუტანა.

* * *
ამ დღეებში "მინესოტაში" დაბრუნებულმა ვეტერანმა კევინ გარნეტმა გადაწყვიტა, მადლობა გადაეხადა მაყურებლებისთვის, რომლებმაც თბილი დახვედრა მოუწყვეს ფორვარდს - უყიდა მათ ათასი ბილეთი "კლიპერსთან" მატჩისთვის.

გუშინდელ დაპირისპირებაში გარნეტმა პატიოსნად იმუშავა მისთვის ბოძებული 21 წუთის განმავლობაში და 12 ქულა დააგროვა, მაგრამ 38 წლის კალათბურთელისთვის რთულია გუნდის გაძღოლა.

მეოთხე მეოთხედი მასპინძლებისთვის კატასტროფული გამოდგა - თამაშიდან 14 ტყორცნა შეასრულეს და მხოლოდ ერთი ჩააგდეს.

ფილადელფია-ტორონტო 103:114
22:26, 27:29, 27:28, 27:31
ფ: სმიტი (19+9 პასი), ნოელი (17+7 მოხსნა), კენანი (14), რობინსონი (13), მბა ა მუტე (10), სიმსი (10).
ტ: დეროზანი (35+9 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (21+5 პასი), პატერსონი (15), ვასკესი (12+5 პასი), როსი (12).

ბრუკლინი-გ. სტეიტი 110:108
33:23, 24:28, 29:29, 24:28
ბ: ლოპესი (26+6 მოხსნა), უილიამსი(22), ანდერსონი (16), ტ. იანგი (14).
გ-ს: კარი (26+7 პასი), ბოგუტი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), ეზელი (14+8 მოხსნა), იგუოდალა (12), ლივინგსტონი (11), გრინი (3+11 მოხსნა).

მაიამი-ფინიქსი 115:98
23:24, 39:24, 23:26, 30:24
მ: ჯონსონი (26+4 ჩაჭრა), დრაგიჩი (21), უაიტსაიდი (17+10 მოხსნა), უეიდი (16+9 პასი+4 ჩაჭრა), ბიზლი (12+6 მოხსნა), დენგი (12).
ფ: ტაკერი (20+14 მოხსნა), ბლედსოუ (20), ნაითი (13+7 პასი), მარკიფ მორისი (13), მარკუს მორისი (11+6 მოხსნა).

მინესოტა-კლიპერსი 105:110
23:36, 37:22, 27:28, 18:24
მ: ნილი (19+9 მოხსნა), რუბიო (18+12 მოხსნა+11 პასი), უიგინსი (18), ლავინი (14), პეინი (12), გარნეტი (12), დიენგი (10+11 მოხსნა).
კ: პოლი (26+14 პასი+3 ჩაჭრა), რედიკი (18), რივერსი (13), ჯორდანი (12+18 მოხსნა), დევისი (12), ჯ. ჰემილტონი (10).

დალასი-ნიუ ორლეანი 102:93
32:31, 23:27, 25:13, 22:22
დ: ელისი (20+6 მოხსნა), რონდო (19), ჯეფერსონი (16), ნოვიცკი (14+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (14), ჰარისი (14).
ნ-ო: კოული (19), გორდონი (18), ტ. ევანსი (17+7 პასი), აჟინკა (13+12 მოხსნა), კანინგემი (12).

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბოსტონ სელტიქსის" მცველი აიზია ტომასი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. ტომასმა საშუალოდ 22.0 ქულა და 6.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "პორტლენდის" ფორვარდი დამიენ ლილარდი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გასულ კვირას მისი საშუალო მონაგარი 26.0 ქულა, 4.7 მოხსნა და 5.7 შედეგიანი პასი იყო.

ტომასის კვირა
23 თებერვალი. ფინიქსი-ბოსტონი 110:115. 21 ქულა, 7 პასი.
25 თებერვალი. ბოსტონი-ნიუ იორკი 115:94. 19 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი.
27 თებერვალი. ბოსტონი-შარლოტი 106:98. 28 ქულა, 7 პასი.

ლილარდის კვირა
25 თებერვალი. პორტლენდი-სან ანტონიო 111:95. 18 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.
27 თებერვალი. პორტლენდი-ოკლაჰომა 115:112. 29 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი.
1-ლი მარტი. საკრამენტო-პორტლენდი 99:110. 31 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), მაიკლ კიდ-გილკრისტი ("შარლოტი"), მო უილიამსი ("შარლოტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ჯორჯ ჰილი ("ინდიანა"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ტაირიკ ევანსი ("ნიუ ორლეანი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") და ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული