- ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი. კალიფორნიული კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, კალათბურთელის დაბრუნება, შესაძლოა, დღეს შედგეს "ჰიუსტონთან" მატჩში ან სამშაბათს "შარლოტის" წინააღმდეგ.
- ჰენრი უოკერმა, რომელმაც "მაიამისთან" ორჯერ გამოიმუშავა 10-დღიანი კონტრაქტი, ფლორიდულ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება. "ჰიტში" გატარებული 20 დღის განმავლობაში მან ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა
- ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი ორლანდოს დიდების დარბაზის წევრი გახდება. ცერემონია 27 მარტს შედგება. შაკი "ორლანდოს" რიგებში 1992-96 წლებში თამაშობდა. ჯამში 295 მატჩი ჩაატარა და შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 27.2 ქულა: 12.5 მოხსნა და 2.8 დაფარება.
- რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სამ დღეში რამდენიმე საინტერესო მოვლენა მოხდა. მაგალითად, "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში. მის ანგარიშზე იყო 57 ქულა (თამაშიდან - 20/32, სამქულიანები - 7/7, საჯარიმოები - 10/10).
- "კლიპერსის" ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა შაბათს, "დალასთან" მატჩში კარიერაში პირველი სამქულიანი ჩააგდო. კალათბურთელმა, რომელიც ლიგაში 2008 წლიდან თამაშობს, აქამდე შვიდჯერ სცადა ბედი შორი მანძილიდან, მაგრამ ყველა ტყორცნა არაზუსტი იყო.
- "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი აგრძელებს სამმაგი დუბლების შეგროვებას. "მინესოტასთან" შეხვედრაში გამთამაშებელმა ამ სეზონში მერვე ტრიპლ-დაბლი მიითვალა. უესტბრუკის ანგარიშზე 29 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნაა.
- "ატლანტამ" გაურკვეველი ვადით დაკარგა ფორვარდი მაიკ სკოტი. 26 წლის კალათბურთელი ცერა თითის მოტეხილობის გამო ლაზარეთში მოხვდა. დაზიანება მან "დენვერთან" შეხვედრაში მიიღო.
- "მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ ვერ დაასრულად შაბათს "ოკლაჰომასთან" მატჩი, რისი მიზეზიც კოჭის ტრავმა იყო. დაზიანების ხარისხზე ჯერ არაფერს იტყობინებიან. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტრავმის გამო ესპანელმა მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა.
- "ჰიუსტონის" ბერძენი ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ, რომელიც ამჟამად ფეხის ტრავმას მკურნალობს, ახლოს არის დაბრუნებასთან. სავარაუდოდ, მოთამაშეს სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 10 დღე სჭირდება.
- "დეტროიტის" ცენტრმა ანდრე დრამონდმა ვერ შეძლო "იუტასთან" გუშინდელი მატჩის დასრულება - მას ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა. კლუბის ექიმებმა არ გარისკეს კალათბურთელის ჯანმრთელობით და აუკრძალეს მას დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე გასვლა.
- "ვაშინგტონის" ლიდერმა ჯონ ვოლმა "საკრამენტოსთან" გუშინდელ მატჩში მიმდინარე სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. პლეიმეიკერი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო "უიზარდსის" შემადგენლობაში - 31 ქულა და 12 შედეგიანი პასი.
ინდიანა-ბოსტონი 89:93
18:20, 19:25, 23:22, 29:26
ი: ჰილი (30+5 მოხსნა+8 პასი), მაილზი (13), სტაკი (12), უოტსონი (12), უესტი (11).
ბ: ზელერი (18+7 მოხსნა), კრაუდერი (16+7 მოხსნა), ბასი (16+5 მოხსნა), ბრედლი (16), სმარტი (8+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ვაშინგტონი-საკრამენტო 113:97
21:25, 25:39, 38:21, 29:12
ვ: უოლი (31+12 პასი), პირსი (17), ბილი (14+6 მოხსნა+7 პასი), ბატლერი (14+5 მოხსნა), გორტატი (13+5 მოხსნა), სერაფინი (10).
ს: კაზინსი (30+6 მოხსნა+5 პასი), მაკალუმი (15+6 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (15).
ფილადელფია-ბრუკლინი 87:94
29:27, 27:24, 10:23, 21:20
ფ: ნოელი (17+7 მოხსნა), კენანი (13), ტომპსონი (12), კოვინგტონი (10), რობინსონი (7+12 მოხსნა)
ბ: ტ. იანგი (21+9 მოხსნა), ჯონსონი (15), ჯეკი (12+8 პასი), ლოპესი (10+7 მოხსნა), უილიამსი (10+5 პასი), ანდერსონი (10).
იუტა-დეტროიტი 88:85
18:18, 31:25, 13:12, 26:30
ი: ფეივორსი (26+4 დაფარება), ჰეივორდი (12+5 მოხსნა), ჰუდი (12+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გობერი (10+19 მოხსნა).
დ: მონრო (16+13 მოხსნა), ტოლივერი (14), სმიტი (11+5 პასი+4 ჩაჭრა), ჯექსონი (10), ენტონი (10+5 მოხსნა).
გ. სტეიტი-ნიუ იორკი 125:94
26:27, 47:25, 38:21, 14:21
გ-ს: ტომპსონი (27), კარი (25+11 პასი+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (13), გრინი (12+7 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), ლი (10).
ნ-ი: ბარნიანი (18), შვედი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდუეი (13), ჰელოუეი (10), ირლი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"