ირვინგმა საშუალოდ 37.3 ქულა (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში), 4.7 შედეგიანი პასი, 4.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. კაირი ლიგის ლიდერი იყო სამქულიანების გამოყენების პროცენტით - 86.7. და კიდევ, სეზონში მეორედ შეძლო 50-ქულიანი ზღვარის გადალახვა, როცა 57 ქულა (კარიერის რეკორდი) ჩაუგდო "სან ანტონიოს".
დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ნიუ ორლეან პელიკანსის" ფორვარდი ენტონი დევისი. ის თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში
ირვინგის კვირა
10 მარტი. დალასი-კლივლენდი 94:127. 22 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა.
12 მარტი. სან ანტონიო-კლივლენდი 125:128 (ო). 57 ქულა.
15 მარტი. ორლანდო-კლივლენდი 108:123. 33 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.
დევისის კვირა
9 მარტი. მილუოკი-ნიუ ორლეანი 103:114. 43 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება.
10 მარტი. ბრუკლინი-ნიუ ორლეანი 91:111. 15 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.
15 მარტი. ნიუ ორლეანი-დენვერი 111:118 (2ო). 36 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი, 9 დაფარება.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კენეტ ფარიდი ("დენვერი"), როდნი სტაკი ("ინდიანა"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო"), რუდი გობერი ("იუტა") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").
სერჟ იბაკას სერიოზული ტრავმა
- "ოკლაჰომამ" გუშინ მიიღო უსიამოვნო ამბავი იმის შესახებ, რომ გუნდის დაცვაში წამყვანი მოთამაშე სერჟ იბაკა, შესაძლოა, ხანგრძლივი დროით გამოვიდეს მწყობრიდან. ამჟამად, კონგოელი ნიუ იორკში გაემგზავრა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად.- "გოლდენ სტეიტი" პირველი გუნდი გახდა დასავლეთ კონფერენციიდან, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა (მანამდე ეს გააკეთა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ატლანტამ"). სხვათა შორის, სტივ კერი 1971 წლის შემდეგ "მეომრების" პირველი მწვრთნელია, ვინც მწვრთნელის რანგში სადებიუტო წელს გაიყვანა გუნდი პლეი ოფში. "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს, რაც პლეი ოფის ყველა რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას მისცემს. ეს კი სერიოზული უპირატესობაა იმის გათვალისწინებით, რომ "უორიორზს" შინ 30 მოგება და 2 წაგება აქვს.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობა აპირებს, მეორე 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმოს გამთამაშებელ ნეიტ რობინსონთან. 30 წლის მოთამაშემ კალიფორნიულ კლუბში ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 4.0 ქულა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა.
- "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა რეგულარულ ჩემპიონატში თავისი გუნდის მიზანზე ისაუბრა. "კლივლენდი" ვალდებულია, მეორე ადგილი დაიკავოს აღმოსავლეთ კონფერენციაში", - განაცხადა სპეციალისტმა.
აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის "კავალიერზი" 46 მოგებითა და 26 წაგებით სწორედ მეორე ადგილზეა აღმოსავლეთში.
- "ტორონტოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ ლაურიმ გუშინ "ინდიანასთან" მოგებულ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. გამთამაშებელმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. ეს ლაურის მეორე ტრიპლდაბლია მიმდინარე სეზონში.
- "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი აგრძელებს აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ. ექიმების პროგნოზით, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი 10-14 დღეში დაბრუნდება მოედანზე. "როკეტსის" სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ ჰოვარდი რეგულარულ სეზონში დაახლოებით ათი მატჩის ჩატარებას მოასწრებს, რაც დაეხმარება პლეი ოფისთვის ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში.
- "ატლანტა ჰოქსის" მცველი კაილ კორვერი ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას რეგულარული ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში. ელოდებიან, რომ კალათბურთელი სამ მატჩს გამოტოვებს ცხვირის მოტეხილობის გამო. ეს დაზიანება კორვერმა "ლეიკერსთან" გუშინდელ მატჩში მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"