სწორედ ასეთი გაუგებრობა მოხდა "ნიუ იორკისა" და "სან ანტონიოს" შეხვედრაში. მატჩის შემდეგ "სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უპატივცემულობა გამოამჟღავნა მეტოქესა და მთლიანად მატჩის მიმართ.
მესამე მეოთხედში "სპურსი" 13 ქულას იგებდა და, ალბათ, ვერ წარმოედგინა, რომ დერეკ ფიშერის გუნდი შეძლებდა თამაშის შემობრუნებას. მაგრამ" ნიქსმა" ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა და იქ დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით ტექსასელებს ცხრიდან მხოლოდ ერთი ბურთი
* * *
- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე ჯეკ ჰეილი გუშინ 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. კალათბურთელმა ლიგაში ათი სეზონი ჩაატარა და იქ "ჩიკაგოს", "ნიუ ჯერსის", "სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა. ჰეილი NBA-ის ჩემპიონიც იყო 1996 წელს "ჩიკაგოს" შემადგენლობაში.
- "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდი ჯიმი ბატლერი უახლოეს პერიოდში აპირებს მოედანზე დაბრუნებას. როგორც კალათბურთელმა განაცხადა, ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ამ კვირის ბოლოს გეგმავს მოედანზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ ბატლერი ლაზარეთში იდაყვის ტრავმის გამო მოხვდა.
- "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს ფორვარდი მაიკლ ბიზლი. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელმა სეზონის პირველი ნაწილი ჩინეთის ჩემპიონატში გაატარა, რის შემდეგაც "ჰიტთან" ორჯერ გააფორმა 10-დღიანი კონტრაქტები.
ნიუ იორკი-სან ანტონიო 104:100 (ო)
25:29, 17:23, 26:23, 28:21, 8:4
ნ-ი: ჰელოუეი (22), შვედი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), ბარნიანი (16+10 მოხსნა+3 დაფარება), ამუნდსონი (12+17 მოხსნა), სმიტი (11).
ს-ა: პარკერი (21+6 მოხსნა+6 პასი), დანკანი (17+8 მოხსნა), ლეონარდი (13), სპლიტერი (12+13 მოხსნა), ბელინელი (12).
ჰიუსტონი-ორლანდო 107:94
28:24, 23:26, 26:28, 30:16
ჰ: მოტეიუნასი (23+7 მოხსნა), ჰარდენი (17+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), არიზა (17+5 პასი), სმიტი (17), ბრიუერი (13+12 მოხსნა), ბევერლი (12+7 პასი).
ო: ოლადიპო (29+4 ჩაჭრა), გორდონი (13), ვუჩევიჩი (11+11 მოხსნა), პეიტონი (10+7 პასი).
დეტროიტი-მემფისი 105:95
18:30, 21:24, 36:22, 30:19
დ: კოლდუელ-პოუპი (24), ჯექსონი (23+20 პასი), დრამონდი (16+16 მოხსნა+5 დაფარება), ტოლივერი (15+7 მოხსნა), პრინსი (11).
მ: გრინი (21), მ. გასოლი (17+11 მოხსნა+6 პასი), კარტერი (14), რენდოლფი (13).
კლიპერსი-შარლოტი 99:92
28:20, 31:21, 18:33, 22:18
კ: რედიკი (23), პოლი (21+8 პასი), გრიფინი (19+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორდანი (12+14 მოხსნა), რობინსონი (12).
შ: ჯეფერსონი (21+6 მოხსნა), მო უილიამსი (18+8 პასი), ჰენდერსონი (16), უოკერი (15), მარვ. უილიამსი (10+11 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (10+7 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"