NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პოპოვიჩმა მოსწავლე დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში დიდი სათამაშო დღე იყო. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "ატლანტასა" და "სან ანტონიოს" შეხვედრა, რადგან ამ ორ გუნდს შორის საინტერესო კავშირი არსებობს.

საქმე ისაა, რომ "ატლანტას" სამწვრთნელო შტაბის დიდი ნაწილი სწორედ "სან ანტონიოდან" არის გადასული "ჰოქსში". მათ შორისაა მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი, რომელიც გრეგ პოპოვიჩის ასისტენტობისას არაერთხელ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ბრძოლა არ შედგა. უფრო ახალგაზრდა სპეციალისტი უკვე მესამე მეოთხედში გააძევეს მოედნიდან მსაჯებთან კამათის გამო მიღებული ორი ტექნიკური ჯარიმის გამო.

"ატლანტა" ძალიან
სუსტად გამოიყურებოდა 13-დღიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ პირველ საშინაო მატჩში. ბუნებრივია, ამაში დიდი წვლილი "სპურსს" მიუძღვის, რომელმაც პირველივე წუთებზე ხისტი ბრძოლა შესთავაზა მეტოქეს და უპირატესობა მოიპოვა ფარქვეშ (მოხსნები - 43:29). ამან მასპინძლები ჩვეული შეტევითი რიტმიდან ამოაგდო.

უკვე პირველი შესვენებისთვის "სპურსი" 13 ქულით იგებდა, "ჰოქსი" კი ამაოდ ცდილობდა რეზერვის მოძიებას თამაშის შემოსაბრუნებლად. "ატლანტამ" სეზონში პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი.

* * *
რასელ უესტბრუკის სამმაგი დუბლები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. "მაიამის" წინააღმდეგ "ოკლაჰომას" შეუჩერებელმა პლეიმეიკერმა ზედიზედ მეორე, თვეში მეხუთე და სეზონში მეათე ტრიპლ-დაბლი შეასრულა.

კევინ დურანტისა და სერჟ იბაკას არყოფნის მიუხედავად, "თანდერი" "მაიამის" ძალიან იოლად გაუსწორდა. ეს მოხერხდა დუეინ უეიდის ნეიტრალიზაციის შედეგად. სხვათა შორის, "ჰიტის" ლიდერს სწორედ უესტბრუკი მეურვეობდა. ფლორიდელთა ვეტერანმა 15-დან ცხრა ბურთი ააცილა და სამი შეცდომა დაუშვა.

უესტბრუკს კიდევ უფრო არ უვარგოდა მიზანი: 11-დან ექვსი აცილება ჰქონდა. სამაგიეროდ, რასელმა 25 გუნდური შედეგიანი პასიდან 17 თავის ანგარიშზე ჩაიწერა.

ატლანტა-სან ანტონიო 95:114
13:26, 28:33, 24:24, 30:31
ა: მილსეპი (22+7 მოხსნა), შრედერი (18+5 პასი), კეროლი (12), ანტიჩი (11).
ს-ა: სპლიტერი (23+8 მოხსნა), ლეონარდი (20+10 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), დიაო (17), გრინი (15+7 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (13) დანკანი (12+7 მოხსნა+7 პასი).

ოკლაჰომა-მაიამი 93:75
25:21, 23:17, 18:20, 27:17
ო: კანტერი (27+12 მოხსნა), მაკგერი (14+8 მოხსნა), მოროუ (12), უესტბრუკი (12+10 მოხსნა+17 პასი+4 ჩაჭრა), უეიტერსი (10), ადამსი (10+10 მოხსნა).
მ: უაიტსაიდი (13+6 მოხსნა), უეიდი (12), დრაგიჩი (12+5 მოხსნა), ჩელმერსი (12), ბიზლი (10).

კლიპერსი-ნ. ორლეანი 107:100
27:28, 23:25, 31:24, 26:23
კ: პოლი (23+11 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (23+5 მოხსნა), რედიკი (20), ბარნსი (12), ჯორდანი (12+16 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (26+12 მოხსნა+5 პასი), გორდონი (23), კოული (12), პონდექსტერი (12), აჟინკა (11+10 მოხსნა).

ტორონტო-ნიუ იორკი 106:89
27:23, 29:18, 18:25, 32:23
ტ: დეროზანი (23+7 მოხსნა+5 პასი), ჰენსბრო (18+5 მოხსნა), ვალანჩუნასი (17+10 მოხსნა), უილიამსი (13), ვასკესი (12), როსი (11).
ნ-ი: ტომასი (24), ბარნიანი (16).

საკრამენტო-ვაშინგტონი 109:86
34:29, 23:21, 33:20, 19:16
ს: გეი (26+5 მოხსნა), კაზინსი (20+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მაკლემორი (17+4 ჩაჭრა), კასპი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), მაკალუმი (13+6 პასი).
ვ: ბილი (19), ნენე (11+6 მოხსნა), გუდენი (10+6 მოხსნა).

ბოსტონი-დეტროიტი 97:105 (ო)
23:26, 24:15, 22:22, 19:25, 9:17
ბ: ტერნერი (23+8 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კრაუდერი (19+7 მოხსნა), ბასი (13+9 მოხსნა), ბრედლი (10), ზელერი (10), ჟერებკო (10+9 მოხსნა).
დ: კოლდუელ-პოუპი (27+8 მოხსნა), დრამონდი (18+22 მოხსნა+4 დაფარება), ჯექსონი (17+11 პასი+9 მოხსნა), მიქსი (14+5 მოხსნა), ბატლერი (12).

ორლანდო-დენვერი 100:119
25:28, 26:41, 21:33, 28:17
ო: ოლადიპო (21+5 მოხსნა+5 პასი), ვუჩევიჩი (20+8 მოხსნა), ნიკოლსონი (13+6 მოხსნა), გრინი (11), ო'ქუინი (10+7 მოხსნა).
დ: გალინარი (40+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნელსონი (15+5 პასი), ჰიქსონი (11+8 მოხსნა), ფარიდი (11+5 მოხსნა), ნურკიჩი (11+6 მოხსნა+3 დაფარება), ბარტონი (11+5 მოხსნა).

მინესოტა-შარლოტი 98:109
27:18, 32:36, 19:28, 20:27
მ: დიენგი (16+8 მოხსნა), მარტინი (15+9 პასი), უიგინსი (13), პეინი (13+9 მოხსნა), ლავინი (11+5 პასი), ნილი (11), ბადინგერი (10+5 მოხსნა).
შ: უილიამსის (24), ჯეფერსონი (18+11 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (18+9 მოხსნა), ჰენდერსონი (17), უოკერი (16+8 პასი+6 ჩაჭრა).

ფინიქსი-დალასი 98:92
33:27, 24:15, 19:33, 22:17
ფ: ბლედსოუ (20+9 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (19+13 მოხსნა), ტაკერი (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარკუს მორისი (11+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა).
დ: პარსონსი (19), სტაუდმაიერი (16), რონდო (12+6 პასი), ნოვიცკი (11+7 მოხსნა), ელისი (11+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (10), ჩენდლერი (7+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ფილადელფია 101:87
18:20, 23:27, 33:28, 27:12
ლ: ლინი (29+5 მოხსნა+5 პასი), ჰილი (12+8 მოხსნა), ჯონსონი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ელინგტონი (10), ბრაუნი (10), დევისი (8+11 მოხსნა).
ფ: რობინსონი (14+8 მოხსნა), მბა ა მუტე (13), კოვინგტონი (11), ტომპსონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული