"ნიქსის" გულშემატკივრებმა უნდა შეინარჩუნონ ოპტიმიზმი. მე მაქვს ზუსტი გეგმა 2015 წლის ზაფხულისთვის. მესმის, რომ ეს სეზონი ძალიან რთული იყო ჩვენი გუნდისთვის. ამასთან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი ხელმძღვანელობა მონდომებით მუშაობს იმისთვის, რომ "ნიქსი" უმაღლეს დონეზე დააბრუნოს.
ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი გადაადგილებები შემადგენლობაში, რითაც თანხა გამოვანთავისუფლეთ სახელფასო ბიუჯეტში. ეს ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად
ასე რომ, ჩვენს განკარგულებაში იქნებიან მოთამაშეები, რომლებსაც საკმარისი ნიჭი და ხასიათი აქვთ იმისთვის, რომ ნიუ იორკში გამარჯვებებს მიაღწიონ. კარმელო ენტონისთან ერთად მათ "ნიქსი" სტაბილურად წარმატებულ გუნდად უნდა აქციონ", - განაცხადა ჯექსონმა ESPN New York-თან კომენტარში.
***
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა პირველი ვარჯიში ჩაატარა ოპერაციის შემდეგ, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს კალათბურთელმა მუხლის არეში ტკივილის გამო დაიჩივლა, რის შემდეგაც სამადიცინო შემოწმებამ მენისკის გაწყვეტა გამოავლინა. ანალოგიური ტრავმა ჩიკაგოელმა 2013 წლის ნოემბერში მიიღო და ამის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწია.
დავამატებთ, რომ "ჩიკაგოს" ხელმძღვანელობა იმედოვნებს თავისი ლიდერის დაბრუნებას პლეი ოფის სტარტისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"