- "კლიპერსთან" გუშინდელი მარცხი "ლეიკერსისთვის" 56-ე იყო სეზონში. ასე რომ, გუნდმა საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა ერთ რეგულარულში წაგებების რაოდენობით. მანამდე ყველაზე უარესი შედეგი "ლეიკერსისთვის" 55 წაგება იყო გასული წლის რეგულარულში.
შეგახსენებთ, რომ
- "კლივლენდის" შემტევმა მცველმა ჯეი არ სმიტმა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ 17 სამქულიანი შეასრულა, თან არც ერთხელ არ უსვრია ახლო და საშუალო დისტანციიდან. ასე რომ, სმიტმა დაამყარა რეკორდი ერთ მატჩში სამქულიანების რაოდენობით ორქულიანების შესრულების გარეშე. წინა რეკორდი - 13 ტყორცნა ეკუთვნოდათ მუკი ბლეილოკს (1995-96), ვოშონ ლენარდს (1996-97) და რაიან ანდერსონს (2012-13). სმიტმა გუშინ რვა სამქულიანი გამოიყენა და 24 ქულა დააგროვა.
- "ინდიანა პეისერსის" ლიდერი პოლ ჯორჯი, რომელმაც ფეხის უმძიმესი მოტეხილობის შემდეგ აღდგენითი კურსი დაასრულა, გუშინ პირველად გამოჩნდა მოედანზე წლევანდელ რეგულარულში. 24 წლის ფორვარდმა 14 წუთი ითამაშა და 13 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი.
- "კლივლენდის" მთავარმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა "ჩიკაგოსთან" მოგებულ შეხვედრაში სეზონში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. 30 წლის ფორვარდი თავის გუნდს 20 ქულით, 10 მოხსნითა და 12 შედეგიანი პასით დაეხმარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"