დიკემბე მუტომბო და დიდების დარბაზი

AutoSharing Option
ლეგენდარული კონგოელი ცენტრი დიკემბე მუტომბო ერთ-ერთია იმ თერთმეტთაგან, ვისაც წელს ჯეიმს ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ. მუტომბოს გარდა, 2015 წელს დიდების დარბაზის წევრები გახდებიან: არბიტრი დიკ ბავეტა, სამგზის "წლის მწვრთნელი" NCAA-ში ჯონ კალიპარი, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ოთხგზის მონაწილე სპენსერ ჰეივუდი, "ოლ სტარის" შვიდგზის მონაწილე ჯო ჯო უაიტი და ქალთა NBA-ში MVP-ის პრიზის სამგზის მფლობელი ლიზა ლესლი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კონკურსგარეშე აირჩიეს დიდების დარბაზის ახალი წევრები: NBA-ს ათგზის ჩემპიონი მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში ტომ ჰეინსონი, 40-იან წლებში ნახევრად პროფესიული
კალათბურთის ვარსკვლავი ჯონ აიზეკსი, ABA-ს ლეგენდა ლუი დამპიერი, ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი წევრი ლინდსი გეიზი, აგრეთვე, სტუდენტური გუნდების ყოფილი მწვრთნელი ჯორჯ რეველინგი.

დიდების დარბაზში შეყვანის ოფიციალური ცერემონია 10-12 სექტემბერს სპრინგფილდში გაიმართება.

კობი MVP?
უცნაური აზრი გააჟღერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა. მას მიაჩნია, რომ კობი ბრაიანტი უნდა დასახელდეს სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე პრეტენდენტთა შორის. 36 წლის მოთამაშემ ამ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.3 ქულა, 5.7 მოხსნა და 5.6 შედეგიანი პასი დააგროვა. იანვარში კობიმ მხრის ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაშს.

ბრაიანტის მთავარი მიღწევა ამ სეზონში იყო ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მაიკლ ჯორდანის გასწრება და მესამე ადგილზე გადასვლა.

როუზი შემდეგ კვირას ბრუნდება
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა ESPN-ის ტელეეთერში განაცხადა, რომ მზად არის, მომავალ კვირას დაბრუნდეს მოედანზე. ამ მომენტისთვის 2010-11 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე აღდგენით კურსს გადის მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ეს ქირურგიული ჩარევა მესამე იყო კალათბურთელის კარიერაში.

"ხარების" მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ტიბოდომ ასევე დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ახლოს არის დაბრუნებასთან. სპეციალისტის თქმით, ეს აუცილებელად მოხდება პლეი ოფის დაწყებამდე. ამ სეზონში როუზმა 46 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.4 ქულა, 5.7 შედეგიანი პასი და 3.1 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული