NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როუზის მესამე დაბრუნება

AutoSharing Option
როგორც "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო გულშემატკივრებს დაჰპირდა, "ხარების" გამთამაშებელი დერიკ როუზი გუშინ დაუბრუნდა მოედანს მუხლზე გადატანილი მორიგი ოპერაციის შემდეგ.

2011-12 წლების საუკეთესო კალათბურთელმა "ორლანდოს" წინააღმდეგ ითამაშა. კლუბის სამედიცინო შტაბის მოთხოვნით, პირველ ხანებში როუზის სათამაშო დრო 20 წუთამდე იქნება შეზღუდული. გუშინ დერიკმა თამაშიდან ცხრაჯერ ისროლა და სამი ჩააგდო და 9 ქულა დააგროვა, თუმცა ამან "ჩიკაგოს" ვერ უშველა და ის დამარცხდა მეტოქესთან, რომელსაც რეგულარულში სატურნირო მოტივაცია აღარ დარჩა.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვფიქრობ, რაც უფრო მეტს ვითამაშებ, მით უფრო უკეთ გამომივა
ყველაფერი. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დამჭირდება, მაგრამ მალე აღვიდგენ ოპტიმალურ ფორმას. მოთმინება უნდა გამოვიჩინო იმ დროსაც კი, როცა მატჩის დასასრულის ყურება სათადარიგოთა სკამიდან მომიწევს, მაგრამ ჩემი დრო დადგება.

როცა მოედანზე არ ვიმყოფები, ვცდილობ, გავაანალიზო პარტნიორების მოქმედება და მივხვდე, როგორ თამაშობენ ისინი", - ამბობს როუზი ESPN-თან კომენტარში.

"ჩიკაგოს" კი გუშინ ვიქტორ ოლადიპომ წააგებინა, რომელმაც საფინალო სირენამდე 1.5 წამით ადრე ჩააგდო გადამწყვეტი სროლა და "მეჯიქს" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული