NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკს ტექნიკური ეპატია

AutoSharing Option
- "სან ანტონიოს" ლიდერმა ტიმ დანკანმა "ფინიქსთან" მატჩში 22 ქულა დააგროვა და ლიგის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში კევინ გარნეტს გადაუსწრო. "სპურსის" ვეტერანი 25 959 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო მისი უახლოესი სამიზნე გახლავთ ჯონ ჰავლიჩეკი, რომელმაც კარიერაში 26 395 ქულა მიითვალა.

- "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "ინდიანასთან" გუშინდელ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი განაახლა - მან 54 ქულა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა და 8 პასი დაუმატა. თუმცა ამან "თანდერს" ვერ უშველა და წააგო ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი, თავად უესტბრუკმა კი სეზონში მე-15 ტექნიკური
ჯარიმა მიიღო და "პორტლენდთან" მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

P. S. გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ გააუქმა უესტბრუკის ტექნიკური პერსონალური და გამთამაშებელი შეძლებს "პორტლენდთან" თამაშს.

- "სან ანტონიოს" მცველმა დენი გრინმა გუშინ "სპურსის" საკლუბო რეკორდი დაამყარა სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით. "ფინიქსის" წინააღმდეგ გრინმა სამი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და საერთო რიცხვი რეგულარულში 191-მდე აიყვანა. წინა რეკორდი ჩაკ პერსონს ეკუთვნოდა, რომელმაც 1995-96 წლების სეზონში 190 სამქულიანი გამოიყენა.

ბოსტონი-კლივლენდი 117:78
21:22, 34:9, 29:24, 33:23
ბ: ტომასი (17+6 პასი), ტერნერი (15+7 მოხსნა+5 პასი), ბრედლი (12), სალინჯერი (11), ზელერი (10+5 მოხსნა), ჟერებკო (10), ოლინიკი (10+7 მოხსნა).
კ: შამპერტი (15+10 მოხსნა), ტომპსონი (14+5 მოხსნა), ჯონსი (14).

დეტროიტი-შარლოტი 116:77
30:10, 29:24, 23:20, 34:23
დ: მიქსი (24+3 ჩაჭრა), მონრო (17+9 მოხსნა), ტოლივერი (17), დრამონდი (15+19 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (10+6 მოხსნა), უილიამსი (10), ჯექსონი (5+13 პასი).
შ: ვონლე (16+12 მოხსნა), ჰენდერსონი (14+3 ჩაჭრა), რობერტსი (11), ტეილორი (10).

დენვერი-საკრამენტო 122:111
37:28, 23:31, 34:25, 28:27
დ: ფარიდი (30+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (21+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფოიე (16), გალინარი (14+6 მოხსნა+6 პასი), ლოუსონი (10+11 პასი), ბარტონი (10).
ს: კასპი (22+7 მოხსნა+7 პასი), მაკლემორი (20+7 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), მაკალუმი (14), უილიამსი (13+3 ჩაჭრა), ჰოლინზი (10+5 მოხსნა).

ინდიანა-ოკლაჰომა 116:104
29:32, 27:19, 26:25, 34:28
ი: მაილზი (30+10 მოხსნა), ჯ. ჰილი (19+7 პასი), ჰიბერტი (17+10 მოხსნა), უესტი (13).
ო: უესტბრუკი (54+9 მოხსნა+8 პასი), უეიტერსი (16), კანტერი (13+5 მოხსნა), ადამსი (4+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-ატლანტა 108:99
38:22, 28:23, 24:30, 18:24
ვ: უოლი (24+9 პასი), ბილი (17+3 ჩაჭრა), გორტატი (15+9 მოხსნა), ნენე (14+10 მოხსნა), პირსი (14+7 მოხსნა).
ა: სკოტი (19), ჯენკინსი (17+3 ჩაჭრა), შრედერი (14+6 მოხსნა), მაკი (14+6 პასი).

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 121:114
22:28, 30:27, 34:31, 35:28
ჰ: ჰარდენი (30+7 პასი), ბრიუერი (20+5 მოხსნა), ჰოვარდი (19+11 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (15+7 მოხსნა), ტერი (12), პრიჯიონი (12).
ნ-ო: დევისი (27+7 მოხსნა), ჰოლიდეი (17), ანდერსონი (15), აშიქი (13+10 მოხსნა), პონდექსტერი (13+7 მოხსნა), გორდონი (13), ევანსი (12+8 პასი+5 მოხსნა).

სან ანტონიო-ფინიქსი 107:91
20:18, 31:21, 25:26, 31:26
ს-ა: დანკანი (22+10 მოხსნა), ლეონარდი (18+9 მოხსნა), ბელინელი (13), ჯოზეფი (13), გრინი (12), პარკერი (10+5 პასი).
ფ: გრინი (23), ბლედსოუ (20+10 პასი), მარკიფ მორისი (12+5 მოხსნა), გუდვინი (11).

ლეიკერსი-დალასი 106:120
27:33, 30:29, 25:27, 24:31
ლ: კლარკსონი (26+6 პასი), ბრაუნი (18), ჯონსონი (16), დევისი (11+5 მოხსნა), ბლეკი (10+19 მოხსნა), კელი (10+6 პასი), ბაიკსი (10).
დ: ჩენდლერი (20+9 მოხსნა), ჯეფერსონი (17), ნოვიცკი (16), ფელტონი (15), ვილანუევა (14), რონდო (11+11 პასი+8 მოხსნა), ამინუ (10+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული