NBA. ლუ უილიამსი საუკეთესო მეექვსე გახდა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2014-15 წლების რეგულარული სეზონის ლაურეატების გამოვლენა დაიწყო. ცნობილი გახდა ორი ტრადიციული პრიზის მფლობელი - საუკეთესო მეექვსე მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი.

საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ჯილდო სეზონის საუკეთესო რეზერვისტს გადაეცემა. ჩრდილოამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოკითხვის შედეგად ჯილდო მიაკუთვნეს "ტორონტო რეპტორზის" მცველს, ლუ უილიამსს, რომელმაც საშუალო 15.5 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა.

უილიამსმა 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა თამაშში. მისი საშუალო სათამაშო დრო იყო 25.2 წუთი. ლუ 18 მატჩში გახდა "ტორონტოს" საუკეთესო მექულე, გუნდი ლიდერი იყო საჯარიმოების რეალიზაციის პროცენტით
(86.1) და კარიერის რეკორდი დაამყარა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით (152).

ლუ უილიამსმა მეათე სეზონი ჩაატარა ლიგაში და პირველი "ტორონტოს" შემადგენლობაში.

გამოკითხვის შედეგები
1. ლუ უილიამსი (ტორონტო) - 502; 2. აიზია ტომასი (ბოსტონი) - 324; 3. ჯამალ კროუფორდი (კლიპერსი) - 131; 4. ანდრე იგუოდალა (გოლდენ სტეიტი) - 100; 5. ტრისტან ტომპსონი (კლივლენდი) - 33; 6. ნიკოლა მიროტიჩი (ჩიკაგო) - 24; 7. მერის სპეიტსი (გოლდენ სტეიტი) - 20; 8. კორი ბრიუერი (ჰიუსტონი) - 12; 8. მანუ ჯინობილი (სან ანტონიო) - 12; 10. ტაჯ გიბსონი (ჩიკაგო) - 8; 11. აარონ ბრუქსი (ჩიკაგო) - 1; 11. კრის კამანი (პორტლენდი) - 1; 11. ენტონი მოროუ (ოკლაჰომა) - 1; 11. დენის შრიოდერი (ატლანტა) - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული