კალათბურთი. NBA. პლეი ოფი: ენტონი დევისი 140 მილიონს მიიღებს

AutoSharing Option
- როგორც მოსალოდნელი იყო, "კლივლენდმა" უპრობლემოდ გაიარა "ბოსტონის" ბარიერი. მეოთხე მატჩი, რომელმაც დაასრულა სერია, ძალიან უხეში გამოვიდა. ყველაფერს კი სათავე კელი ოლინიკმა დაუდო, რომელმაც ბრძოლაში ხელი დაუჭირა კევინ ლავს. შედეგად, "კლივლენდის" ფორვარდს მხარი ამოუვარდა და სასწრაფოდ გასახდელში გაიქცა, საიდანაც მატჩის ბოლომდე აღარ დაბრუნებულა.

ლავის გამო შური პერკინსმა იძია, რომელმაც არაკორექტული ბლოკი დაუყენა კრაუდერს და შემდეგ თითიც ატაკა სახეში მეტოქეს.

გუნდები ამით არ დაკმაყოფილდნენ - შემდეგი ეპიზოდის გმირები ჯეი არ სმიტი
და იგივე კრაუდერი გახდნენ. სმიტმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ხელი მოიქნია და პირდაპირ სახეში მოარტყა ბოსტონელს. ჯეი არი არასპორტული ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს, კლაუდერმა კი მუხლის ტრავმა მიიღო პარკეტზე ცუდად დაცემის შემდეგ.

- "ნიუ ორლეანის" ბოსები აპირებენ, მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზონ გუნდის ლიდერს, ენტონი დევისს. კერძოდ, ფორვარდი ხუთწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 140 მილიონ დოლარს მიიღებს. დევისი გასულ რეგულარულში საშუალოდ 24.4 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებდა.

- "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა, შესაძლოა, 1.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ავსტრალიელი სეზონის ხუთ საუკეთესო დამცველს შორის მოხვდება. ასეთი პუნქტი კალათბურთელის კონტრაქტშია ჩაწერილი. ეს ბონუსი დანამატია 36-მილიონიან და სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც ბოგუტმა "უორიორზთან" 2013 წელს გააფორმა.

- "მემფისის" გამთამაშებელი მაიკ კონლი უახლოეს პერიოდში სახის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ ოპერაციას გაიკეთებს. კალათბურთელმა დაზიანება "პორტლენდთან" სერიის ბოლო მატჩში მიიღო - მან სი ჯეი მაკალუმისგან იდაყვით დარტყმა მიიღო. პლეიმეიკერის აღდგენის ზუსტი თარიღი ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღმოსავლეთი
ბოსტონი-კლივლენდი 93:101
19:29, 17:28, 25:13, 32:31
ბ: სალინჯერი (21+11 მოხსნა), ტომასი (21+9 პასი+5 მოხსნა), ბრედლი (16+5 მოხსნა), სმარტი (11+6 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (27+10 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (24+11 მოხსნა), შამპერტი (15+10 მოხსნა+3 დაფარება), მოზგოვი (12+11 მოხსნა+3 დაფარება).
სერია: 0:4.

ვაშინგტონი-ტორონტო 125:94
36:22, 30:28, 36:20, 23:24
ვ: ბილი (23+5 პასი+4 ჩაჭრა), გორტატი (21+11 მოხსნა+5 პასი), სეშენსი (15), პირსი (14), უოლი (14+10 პასი), გუდენი (13), ნენე (10).
ტ: ლაური (21+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (16+9 მოხსნა), დეროზანი (14+3 ჩაჭრა), უილიამსი (14), ვასკესი (11).
სერია: 4:0.

დასავლეთი
სან ანტონიო-კლიპერსი 105:114
25:25, 22:26, 29:30, 29:33
ს-ა: ლეონარდი (26+7 მოხსნა+5 პასი), დანკანი (22+14 მოხსნა), პარკერი (18), მილსი (14), დიაო (10+7 მოხსნა), ჯინობილი (10).
კ: პოლი (34+7 პასი), გრიფინი (20+19 მოხსნა+7 პასი), რედიკი (17), რივერსი (16), კროუფორდი (15).
სერია: 2:2.

დალასი-ჰიუსტონი 121:109
25:34, 36:19, 33:22, 27:34
დ: ელისი (31+6 მოხსნა), ბარეა (17+13 პასი), ამინუ (16+12 მოხსნა), ნოვიცკი (16+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (12), ჩენდლერი (10+14 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (24+5 მოხსნა+5 პასი), სმიტი (23+6 მოხსნა), ბრიუერი (22+5 მოხსნა), ჯონსი (13+6 მოხსნა), ჰოვარდი (13+7 მოხსნა).
სერია: 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული