NBA. პლეი ოფი: ჩემპიონი კალიფორნიაში დაემხო

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსმა" ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. ისევე, როგორც ორი წლის წინ, "მაიამისთან" ფინალში, გრეგ პოპოვიჩის გუნდი 3:2-ს იგებდა სერიას, მაგრამ მაინც დამარცხდა.

როგორც ჩანს, რეგულარულის ბოლო მატჩში "ნიუ ორლეანთან" წაგებამ, რის გამოც "სპურსმა" ვერ მიიღო საკუთარი მოედნის უპირატესობა, გარკვეული როლი ითამაშა ამ სერიის საბოლოო შედეგზე. მეშვიდე მატჩში ტექსასში რომ გამართულიყო, შესაძლოა, სულ სხვა შედეგი გვეხილა. თუმცა ეს არ აკნინებს დოკ რივერსის გუნდის წარმატებას, რომელმაც ორჯერ შეძლო სან ანტონიოში მოგება.

მეშვიდე მატჩი ამ სერიის მშვენება აღმოჩნდა. მართალი იყო კრის პოლი
მატჩის შემდეგ: "სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდია". მართლაც, მოედანზე ორი თანაბარი დონის გუნდი იყო და მათ ბრძოლაში ყველაფერი პოლმა გადაწყვიტა ბოლო წამს ჩაგდებული ბურთით.

მთელი მატჩის განმავლობაში ყველაზე დიდი უპირატესობა "სპურსს" პირველ მეოთხედში ჰქონდა. ტონი პარკერმა და კავაი ლეონარდმა მინი-სპურტი მოაწყვეს და ანგარიში 19:11 გახდა, მაგრამ "კლიპერსმა" იქვე უპასუხა 9:0 გაქცევით.

მატჩის ბოლომდე მეტოქეთა უპირატესობა ექვს ქულას არ აღემატებოდა. ასეთ დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს გუნდებმა მეოთხე მეოთხედამდე, რომელშიც 11-ჯერ შეიცვალა ლიდერი და შვიდჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. სირენამდე ხუთი წუთით ადრე "სპურსის" უპირატესობა ხუთ ქულას შეადგენდა, მაგრამ აქ ორი სამქულიანით იყოჩაღა ჯეი ჯეი რედიკმა. როგორც კი "სპურსმა" სამი ქულით მოახერხა წინ გასვლა, მაშინვე სამქულიანი მიიღო მეტ ბარნსისგან.

სირენამდე 13 წამით ადრე მსაჯებმა წესის დარღვევა დაინახეს ტიმ დანკანზე კრის პოლის წინააღმდეგ თამაშისას, რომელიც პოტენციურ გამარჯვების ტყორცნას ასრულებდა.

გამთაშებელმა ორივე ჯარიმა ჩააგდო. შემდეგ შეტევაში მსაჯებმა ვალი დაუბრუნეს დანკანს და მანაც ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ შეტევაში პოლს რვა წამი ეყო თავისი გუნდისთვის ლიდერობის დასაბრუნებლად, თან მეტოქეს პასუხისთვის მხოლოდ წამი დაუტოვა და სტუმრებმა ამ დროში ვერაფერი მოასწრეს.

დასავლეთი
კლიპერსი-სან ანტონიო 111:109
28:30, 29:25, 22:23, 32:31
კ: პოლი (27+6 პასი), გრიფინი (24+13 მოხსნა+10 პასი), ბარნსი (17+5 მოხსნა), კროუფორდი (16), რედიკი (14), ჯორდანი (7+14 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (27+11 მოხსნა), პარკერი (20+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (16+8 მოხსნა+5 დაფარება), ლეონარდი (13+10 მოხსნა), დიაო (12).
სერია: 4-3

აღმოსავლეთი
ბრუკლინი-ატლანტა 87:111
23:36, 22:15, 21:41, 21:19
ბ: ლოპესი (19+7 მოხსნა), უილიამსი (13+5 მოხსნა), ჯონსონი (12+6 მოხსნა+6 პასი), ჯეკი (11+7 მოხსნა+5 პასი).
ა: მილსეპი (25+9 მოხსნა+6 პასი), კეროლი (20+5 მოხსნა), კორვერი (20+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰორფორდი (18+7 მოხსნა), შრედერი (12), ტიგი (0+13 პასი).
სერია: 2-4

1/4 ფინალი
აღმოსავლეთი

ატლანტა-ვაშინგტონი
3 მაისი - ატლანტა-ვაშინგტონი
5 მაისი - ატლანტა-ვაშინგტონი
9 მაისი - ვაშინგტონი-ატლანტა
11 მაისი - ვაშინგტონი-ატლანტა
13 მაისი - ატლანტა-ვაშინგტონი
15 მაისი - ვაშინგტონი-ატლანტა
18 მაისი - ატლანტა-ვაშინგტონი

კლივლენდი-ჩიკაგო
4 მაისი - კლივლენდი-ჩიკაგო
6 მაისი - კლივლენდი-ჩიკაგო
8 მაისი - ჩიკაგო-კლივლენდი
10 მაისი - ჩიკაგო-კლივლენდი
12 მაისი - კლივლენდი-ჩიკაგო
14 მაისი - ჩიკაგო-კლივლენდი
17 მაისი - კლივლენდი-ჩიკაგო

დასავლეთი
გ. სტეიტი-მემფისი
3 მაისი - გ. სტეიტი-მემფისი
5 მაისი - გ. სტეიტი-მემფისი
9 მაისი - მემფისი-გ. სტეიტი
11 მაისი - მემფისი-გ. სტეიტი
13 მაისი - გ. სტეიტი-მემფისი
15 მაისი - მემფისი-გ. სტეიტი
17 მაისი - გ. სტეიტი-მემფისი

ჰიუსტონი-კლიპერსი
4 მაისი - ჰიუსტონი-კლიპერსი
6 მაისი - ჰიუსტონი-კლიპერსი
8 მაისი - კლიპერსი-ჰიუსტონი
10 მაისი - კლიპერსი-ჰიუსტონი
12 მაისი - ჰიუსტონი-კლიპერსი
14 მაისი - კლიპერსი-ჰიუსტონი
17 მაისი - ჰიუსტონი-კლიპერსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული