NBA: ტაი ლოუსონს ცვლიან

AutoSharing Option
- "ვაშინგტონის" ლიდერები - გამთამაშებელი ჯონ უოლი და მცველი ბრედლი ბილი, რომლებმაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს "ატლანტასთან" სერიის პირველ მატჩში, მზად არიან მეორე შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ამ მომენტისთვის ორივე კალათბურთელი აღდგენით პროცედურებს გადის; გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს გუნდის ბოლო ვარჯიშში.

- "მემფის გრიზლისის" გამთამაშებელი მაიკ კონლი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან. სავარაუდოდ, კალათბურთელი შეძლებს "გოლდენ სტეიტთან" სერიის მეორე მატჩში მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კონლიმ სახის ძვალი გაიტეხა და ოპერაცია დასჭირდა. მცველმა უკვე მიიღო ექიმებისგან მოედანზე დაბრუნების ნებართვა და შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს. "მჯერა,
რომ შევძლებ თამაშს. მზად ვარ მოედანზე გასასვლელად. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული", - განაცხადა კონლიმ.

- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაუსწრო "ჩიკაგოს" ლეგენდას, სკოტი პიპენს პლეი ოფში შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. "ბულზთან" გუშინდელ მატჩში ლებრონმა ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა და ყველა დროის სიაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმსის საერთო მონაგარი 1054 პასს შეადგენს, რაც ექვსით მეტია პიპენის მაჩვენებელზე.

- "დენვერ ნაგეტსის" ხელმძღვანელობა განიხილავს გამთამაშებელ ტაი ლოუსონის გაცვლის შესაძლო ვარიანტებს. ადრე ეს მცველი ხელშეუხებელი მოთამაშე იყო "ნაგეტსში", მაგრამ ახლა მისი პოზიციები კლუბში შეირყა. ლოუსონის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან ორი წლის შემდეგ იწურება. მომდევნო სეზონში კალათბურთელის შემოსავალი 12.4 მილიონი დოლარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული