გარდა იმისა, რომ "კლიპერსმა" გუშინ თამაშიდან 42 პროცენტის სიზუსტით ისროლა, აგრეთვე, სამად სამი ქულა დააგროვა სწრაფი შეტევებით. არადა, წინა ორ მატჩში ამ გუნდს 45 "სწრაფი" ქულა ჰქონდა. როგორც იქნა, ჩვეული თამაში აჩვენა ჯეიმს ჰარდენმა. მცველმა პლეი ოფში კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა, ასევე, 14 ქულა მიითვალა მეორე მეოთხედში და ამით ბოლო სამ წუთში 15:2 გაქცევას დაუდო სათავე. ამის შემდეგ მასპინძლების
დიდი შესვენების შემდეგ კი სხვაობა 20 ქულას გადასცდა და როგორც კი გრიფინმა და კომპანიამ ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს, "ჰიუსტონმა" აამოქმედა დეანდრე ჯორდანზე ჯარიმების ტაქტიკა. მეორე ტაიმში "კლიპერსის" ცენტრმა 14 საჯარიმო ისროლა და ნახევარი მოათავსა კალათში.
სტუმრებმა ერთხელაც ვერ შეძლეს 12 ქულაზე ახლოს მეტოქესთან მისვლა, რადგან ცუდი დაცვის გამო ძალიან ბევრს უშვებდნენ. მეორე ტაიმში "როკეტსმა" ტყორცნების 60 პროცენტი გამოიყენა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საფინალო სირენამდე 3.43 წუთით ადრე დოკ რივერსი შეურიგდა მარცხს და მოედანზე რეზერვისტები შეუშვა.
ჰიუსტონი-კლიპერსი 124:103
27:22, 36:26, 27:28, 34:27
ჰ: ჰარდენი (26+11 მოხსნა+10 პასი), არიზა (22+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (20+15 მოხსნა), ბრიუერი (15), ჯონსი (12+5 მოხსნა), ტერი (11+7 პასი).
კ: გრიფინი (30+16 მოხსნა), პოლი (22+10 პასი), ჯორდანი (13+11 მოხსნა), ჰოიესი (11+5 მოხსნა).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"