"ატლანტას" გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა პირველივე შეტევა მატჩში ზუსტი ტყორცნით დაასრულა და 2:0 გახადა ანგარიში. ეს იყო ამ მატჩში "ჰოქსის" ყველაზე დიდი უპირატესობა და ერთადერთი მომენტი, როცა ბუდენჰოლცერის შეგირდებს შეეძლოთ ლიდერის სტატუსით დაეტრაბახათ. ამის შემდეგ თამაშში ჩაერთო კაირი ირვინგი, რომელმაც წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრის პირველ ნაწილში სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი (9 ქულა, ექვსიდან ოთხი გ
"ჰოქსი" სრულიად უმწეო იყო საკუთარ სამწამიანში და საბოლოოდ, ამ ზონიდან 66 პროცენტი გაუშვა, ასევე წააგო მოხსნებში ბრძოლა - 39:56. გარდა ამისა, სტუმრებმა 32-დან მხოლოდ ხუთი სამქულიანი ჩააგდეს (15 პროცენტი), იმ დროს, როცა "კლივლენდის" ანალოგიური მაჩვენებელი 42 პროცენტი იყო.
"ატლანტას" კალათბურთელები იმდენად ცუდად გამოიყურებოდნენ, რომ მეოთხე მეოთხედში ორივე მწვრთნელმა გადაწყვიტა - ეს რეგულარული ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი იყო და მოედნიდან გაიყვანეს ლიდერები. გულშემატკივრები მხოლოდ იმის გამო რჩებოდნენ ტრიბუნებზე, რომ მატჩის შემდეგ საზეიმო ცერემონია ენახათ. მანამდე კი მოედანზე ღრმა რეზერვისტები მოქმედებდნენ: კენდრიკ პერკინსი, მაიკ მუსკალა, ჯონ ჯენკინსი, ბრენდან ჰეივუდი და სხვები.
ლებრონ ჯეიმსი პირველი მოთამაშე გახდა ბილ რასელის (და კიდევ შვიდი ბოსტონელის, რომლებიც დიად ცენტრთან ერთად თამაშობდნენ) შემდეგ, რომელიც ზედიზედ მეხუთედ გავიდა NBA-ის ფინალში.
ახლა, "კლივლენდს" კვირაზე მეტი აქვს, რათა მოემზადოს ფინალური სერიისთვის, რომელშიც "გოლდენ სტეიტსა" და "ჰიუსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. "კავალიერზის" ისტორიაში ეს იქნება მეორე ფინალი. პირველი 2007 წელს იყო, როცა ლებრონი და კომპანია 0:4 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".
კლივლენდი-ატლანტა 118:88
32:20, 27:22, 26:18, 33:28
კ: ჯეიმსი (23+9 მოხსნა+7 პასი), სმიტი (18+10 მოხსნა), ტომპსონი (16+11 მოხსნა), ირვინგი (16+5 პასი), მოზგოვი (14+7 მოხსნა+3 დაფარება), დელავედოვა (10).
ა: ტიგი (17), მილსეპი (16+10 მოხსნა+5 პასი), ბეიზმორი (12+8 მოხსნა), მაკი (10), ჯენკინსი (10).
სერია: 4-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"