ახალი მწვრთნელი "ნიუ ორლეანსა" და "ორლანდოში"

AutoSharing Option
"ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ელვინ ჯენტრი, რომელიც ამჟამად "გოლდენ სტეიტის" დამრიგებლის, სტივ კერის ასისტენტის როლს ასრულებს. გარიგების დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

"ჩემთვის დიდი პატივია "პელიკანსის" მწვრთნელობა. მოუთმენლად ველოდები ახალ კლუბში მუშაობის დაწყებას, თუმცა "ნიუ ორლეანს" მხოლოდ ფინალური სერიის დასრულების შემდეგ შევუერთდები", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ დანიშვნას ჯენტრიმ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ეს სპეციალისტი "დეტროიტში", "მაიამიში", "კლიპერსსა" და "ფინიქსში" მუშაობდა.

* * *
ასევე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ორლანდოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
სკოტ სკაილზი. ის "ჯადოქრების" მე-12 დამრიგებელი იქნება ისტორიაში.

ადრე სკაილზმა "ფინიქსის", "ჩიკაგოსა" და "მილუოკის" მთავარ მწვრთნელად იმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული