დუეინ უეიდი და "მაიამი" საბოლოოდ გაიყარნენ?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა "მაიამი ჰიტსა" და მრავალი წლის განმავლობაში ამ გუნდის ლიდერს, დუეინ უეიდს შორის.

ორი დღის წინ მცველმა განუცხადა კლუბის პრეზიდენტს, პეტ რაილის, რომ მისთვის გაუგებარი იქნება, თუ კლუბი მაქსიმალურ კონტრაქტს გაუფორმებს გამთამაშებელ გორან დრაგიჩს, ხოლო თავად უეიდს ხელფასის გაზრდას არ შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ დუეინი პროფესიულ კარიერაში ორჯერ წავიდა დათმობაზე ხელფასის საკითხში: პირველად 2010 წელს, როცა ფლორიდულ კლუბში "დიდი ტრიო" ჩამოყალიბდა და 2014 წელს, როცა გუნდს სახელფასო ბიუჯეტში თავისუფალ თანხა სჭირდებოდა ლუოლ დენგის გასაფორმებლად.

მესამედ საკუთარი ინტერესების
უკანა პლანზე დაყენებას უეიდი არ აპირებს, ამიტომაც პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლასა და ისეთი კლუბის მოძებნას აპირებს, რომელიც მცველის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ასეთ გუნდებად პრესა "კლიპერსსა" და "ნიუ იორკს" ასახელებს.

სხვათა შორის, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა "მაიამის" ბოსებსა და უეიდს შორის წარუმატებელი მოლაპარაკებების დეტალები. კერძოდ, "ჰიტი" მცველს სეზონში 10 მილიონზე ნაკლებს სთავაზობდა და უარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
წადი მეპესტან კავალიერსში
bneli
16:19 04-06-2015
0
სირცხვილია, როგორ აკადრეს. მინიმუმ 40-45 მილიონიანს 3 წლიანს იმსხურებს.
chiko
11:19 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული