NBA: კლეი ტომპსონი ფინალში იქნება

AutoSharing Option
- "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის პირველ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო. შეგახსენებთ, რომ "ჰიუსტონთან" სერიის ბოლო მატჩიდან მოყოლებული, კალათბურთელი ტვინის შერყევის გამო იმყოფებოდა ლაზარეთში.

- გარდა ამისა, დიდი ალბათობით, "გოლდენ სტეიტს" ფინალურ სერიაში დაეხმარება ცენტრი მარის სპეიტსი. მან გუშინ ვარჯიშები განაახლა. სათადარიგო ცენტრმა მარჯვენა ფეხი "მემფისთან" დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში დაიზიანა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. ჯამში მან რვა შეხვედრა გამოტოვა.

- NBA-ს მოთამაშეთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, მიშელ რობერტსმა ყურადღებით შეისწავლა "გოლდენ სტეიტისა" და "ჰიუსტონის"
სერიის მატჩები, რომლის დროსაც თავის ტრავმები მიიღეს სტივენ კარიმ და კლეი ტომპსონმა და იმ აზრამდე მივიდა, რომ მოთამაშეებისთვის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასმის პროცედურა მეტისმეტად ლოიალურია და გამკაცრებას მოითხოვს. ქალბატონი რობერტსი აპირებს, კონსულტაციებისთვის ნევროლოგებს მიმართოს.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდი ჰედო თურქოგლუ აგვისტოში აპირებს მომავალი კარიერის შესახებ ჩამოყალიბებას. ვეტერან ფორვარდს სამი ვარიანტი აქვს: მინიმალური კონტრაქტი NBA-ს ერთ-ერთ კლუბთან, თურქეთში დაბრუნება, სადაც ბევრი მთხოვნელი ეყოლება ან კარიერის დასრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული