ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ირვინგი ვეღარ შეძლებს ამ სეზონში თამაშს. მისი მოედანზე დაბრუნება 3-4 თვის შემდეგ იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის დრაფტის პირველი ნომერი სრულ მზადყოფნაში შეხვდება მომავალი რეგულარული ჩემპიონატის სტარტს.
ირვინგის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს დანაკარგი
- ამ ყველაფერში დადებითი მომენტი მხოლოდ ის არის, რომ უკვე ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში. კაირი ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის ახალი. სათადარიგოები მზად იქნებიან მის შესაცვლელად.
- პირველ მატჩში სამწამიანი ზონიდან 16 ტყორცნა შეასრულეთ და 11 ჩააგდეთ. საშუალოდ და შორი მანძილებიდან - 22-დან 7. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საჭიროა უფრო ხშირად შეტევა სამწამიანიდან. და რა უნდა გაკეთდეს ასეთი ტყორცნების მოსამზადებლად?
- გავაგრძელებ ყველანაირი ტყორცნის გამოყენებას. როგორც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ დაცვაში, ვალდებული ვარ - ყველა სიტუაციას მოვერგო. ამიტომაც სამწამიანშიც ვითამაშებ და მის მიღმაც. მომწონს მოწინააღმდეგის დაცვის წყობიდან გამოყვანა.
- როგორ გადაიტანეთ პირველი მატჩის შედეგი?
- რა თქმა უნდა, შეგრძნება საუკეთესო არ ყოფილა. ღამით კარგად არ მეძინა. ასეთი მატჩების შემდეგ გონება ძილის საშუალებას არ გაძლევს. თავში გიტრიალებს სხვადასხვა სცენარი, ეპიზოდი, სადაც შეიძლებოდა სხვა გადაწყვეტილება მიგეღო იმისთვის, რომ გუნდს მოგებაში დახმარებოდი. ასე რომ, ჩემი გონება არასოდეს მაძლევს დამშვიდების საშუალებას. თამაშიდან თამაშამდე ორი ან სამი დღე ყოველთვის მძიმეა ჩემთვის. მაგრამ, რაღაც მომენტში ვიდეოგამეორების ოთახში მიდიხარ და შემდეგი მატჩისთვის მზადებას იწყებ.
- ჯეი არ სმიტმა ძირითად დროში თქვენს ბოლო ტყორცნაზე თქვა: "ლებრონს აკრიტიკებენ, როცა მოუხერხებელი სიტუაციიდან ისვრის და აცილებს. მაგრამ, როცა არ ისვრის, მაშინაც ხვდება კრიტიკა". თქვენთვის მნიშვნელობა აქვს ასეთი ხალხის აზრს? რას ფიქრობთ იმ აცილებულ ტყორცნაზე, რომელსაც შეეძლო "კლივლენდისთვის" გამარჯვება მოეტანა?
- როცა ასეთ ბურთს აგდებ - საფიქრალი არაფერია. აცილების შემდეგ კი გონებაში იმდენი რამ ხდება... ფიქრობ: ჯობდა ასე გამეკეთებინა, ასე უნდა მესროლა... მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ვგრძნობდი, რომ შეტევისთვის მოხერხებულ პოზიციაში ვიყავი. ასეთ ტყორცნებს ხშირად ვაგდებ.
განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის რითმი დაჭერილი მაქვს, გუშინ კი სწორედ ასეთი დღე იყო (ამ მატჩში ლებრონმა 44 ქულა ჩააგდო). რაც შეეხება კრიტიკას, მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვკითხულობ გაზეთებსა და ვებგვერდებს. ასე რომ, ჩემამდე არანაირი ნეგატივი არ მოდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"