NBA-ში გატარებული 18 სეზონის განმავლობაში "სან ანტონიო სპურსის" ლეგენდამ 220 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 17 მილიონი კალათბურთელმა თავისი მრჩევლის ჩარლზ ბენქსის მაქინაციების გამო დაკარგა.
"საბედნიეროდ, ხანგრძლივი კარიერა მქონდა და დიდი თანხა გამოვიმუშავე. ეს სერიოზული დანაკარგია, მაგრამ ის არანაირად არ იმოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე და არ მაიძულებს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღებას. ვენდობოდი მათ, ვინც დავიქირავე, მაგრამ ბოროტად გამოიყენეს ჩემი ნდობა, გზას აცდნენ და ჩემი
დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომაც არ ვბრაზდები მომხდარზე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს და გაკვეთილი იქნება ჩემთვის", - განაცხადა დანკანმა ESPN-თან კომენტარში.
ტიმი "სან ანტონიოს" რიგებში ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. 39 წლის კალათბურთელს, რომელიც პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, ჯერ არ გაურკვევია - გააგრძელებს თუ არა კარიერას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"