1+1 კონტრაქტი ტიმ დანკანისთვის

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობა ფორვარდ ტიმ დანკანისთვის ორწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

პირველ სეზონში "სპურსის" ლეგენდა 6 მილიონ დოლარს მიიღებს, რის შემდეგაც თავად უნდა გადაწყვიტოს - დარჩება თუ არა გუნდში კიდევ ერთი წელი. თუ დანკანი კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელფასის სახით 7 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან, ბოლო სეზონზე უარის თქმის შემთხვევაში, დანკანი მაინც გამოიმუშავებს წლიური ჯამაგირის ნახევარს.

ვარაუდობენ, რომ "სან ანტონიო" ანალოგიურ ხელშეკრულებას გააფორმებს მანუ ჯინობილისთან, თუ 37 წლის კალათბურთელი კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული