ჯრუ ჰოლიდეის ტყუილის თქმა 3 მილიონად დაუჯდა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაავალდებულა "ფილადელფია" 3 მილიონი დოლარი გადაუხადოს "ნიუ ორლეანს" ტრანსფერისას შეცდომაში შეყვანის გამო.

ეს არის კომპენსაცია 2013 წელს "სიქსერსიდან" "პელიკანსში" გადასული მცველის ჯრიუ ჰოლიდეის ტრანსფერის გამო.

"ფილადელფიამ" დამალა ინფორმაცია მოთამაშის ტრავმის შესახებ, როცა გაცვლა სრულდებოდა დრაფტის მეექვსე ნომრის ნერლენს ნოელის მონაწილეობით. ჰოლიდეი ორი წელი გამოდიოდა ახალ კლუბში მარჯვენა ფეხის მოურჩენელი ტრავმით.

დაზიანებამ გავლენა იქონია NBA-ში მცველის თამაშზე - ორი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 74 მატჩი ჩაატარა. აპრილში ჰოლიდეიმ მოასწრო გამოჯანმრთელება, რამაც საშუალება მისცა "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ პლეი ოფში
ოთხიდან სამ მატჩში მიეღო მონაწილეობა.

შარშან, ჰოლიდეიმ რეგურალური ჩემპიონატის 40 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 14.8 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"