ჩვენ მათ 50 ქულით დავამარცხებდით - შაკილ ო'ნილის უცნაური ვარაუდი

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულ ცენტრს, შაკილ ო'ნილს მიაჩნია, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყველა დროის ნაკრები 50 ქულის სხვაობით მოუგებდა "ჩიკაგო ბულზის" ყველა დროის ნაკრებს. ეს მოსაზრება მან "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა.

საკუთარი თავის გარდა, ო'ნილმა "ლეიკერსის" ნაკრებში შეიყვანა მეჯიქ ჯონსონი, კობი ბრაიანტი, ელჯინ ბეილორი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი.

შაკის აზრით, "ჩიკაგოს" ყველა დროის ხუთეული ასეთია: დერიკ როუზი, მაიკლ ჯორდანი, სკოტი პიპენი, დენის როდმანი და ჰორას გრანტი.

"ჩვენ დავამარცხებდით მათ 50 ქულის სხვაობით. რას ფიქრობთ?" - დაწერა ო'ნილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
შაკილა შე დაბრედილო 50 ქულით არა 150 ქულით მოიგებდი შენი ამბავი რო ვიცი და მოიგებდით კი საერთოდ ისე მაგარი საყურებელი იქნებოდა ეს ჯახი.
qutauseli
01:14 23-07-2015
0
რას ვფიქრობ შაკ და იქ სადაც ჯორდანია - ვერ დაამარცხებ საერთოდ :) დაგავიწყდა შენ ჯორდანი როგორც ჩანს
gizo
02:12 22-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული