"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. შეიძლება თუ არა ეს სეზონი ბოლო იყოს? რა თქმა უნდა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია. მოთამაშეებმა, რომლებსაც მე ველაპარაკე, მითხრეს: "კობი, შენ თავად მიხვდები ამას". მე ვიმარტივებ ამოცანას: ან მინდა თამაში და მზად ვარ ეს ყველაფერი თავიდან გავიარო, ან არა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება სეზონის შემდეგ უნდა მიიღო და არა მის დაწყებამდე.
ჩემი ორგანიზმი წესრიგშია, თავს კარგად ვგრძნობ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ
გარდა ამისა, ვეტერანმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში მის კლუბს შეეძლება პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა.
"გვაქვს თუ არა ძალა პლეი ოფში გასასვლელად? დიახ, ამის შანსი არსებობს. თითოეულ პოზიციაზე გუნდს მართლაც ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს. ეს არის პერსპექტიული ახალგაზრდობა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი როგორ შეთამაშდებიან ისინი მოედანზე. საწვრთნელი ბანაკის დროს გამოჩნდება, რაშია დღევანდელი "ლეიკერსის" ძალა და სუსტი მხარე", - განაცხადა ბრაიანტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"