"მოვინახულე დაუჯერებელი ადგილი - მიტოვებული პარკინგი, სადაც დაახლოებით 5 ათასი უსალხკარო ცხოვრობს. საკალათბურთო მოედანი ამ ადგილის სული და გულია და ადგილობრივ ბავშვებს საშუალებას აძლევს, დროებით დაივიწყონ გარშემო გამეფებული სიღატაკე. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ჩემი გამოსახულება აირჩიეს ამ ტერიტორიის გასაფორმებლად", - დაწერა სოციალურ ქსელში ლებრონმა.
* * *
ამასობაში, "კლივლენდის" სამწვრთნელო შტაბი აპირებს დამდეგ სეზონში უფრო მეტად შეზღუდოს ლებრონის სათამაშო დრო. გუნდის ლიდერის განტვირთვა თავის გასულ რეგულარულ სეზონში, ჯეიმსმა 69 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საშუალოდ 36.1 წუთს ატარებდა. ორივე მაჩვენებელი - ყველაზე დაბალია მის კარიერაში.
ასევე იგეგმება "კლივლენდის" გამთამაშებლის - კაირი ირვინგის დროის შეზღუდვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"