კარის მოქმედი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტთან" 2016-17 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში. გამთამაშებელი დარწმუნებულია, რომ მისი ფიქრები მხოლოდ ამჟამინდელ გუნდს უკავშირდება და კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტების განხილვას არ აპირებს.
"დავტოვებ თუ არა ოდესღაც "გოლდენ სტეიტს"? არ მგონია. იმედია, ყველაფერი კარგად აეწყობა და შევძლებ აქ კარიერის დასრულებას. ვგრძნობ, რომ წინ კიდევ ათი კარგი სეზონი მელოდება", - განაცხადა კარიმ The Score-თან კომენტარში.
სტივენ კარი 2009
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"